ხაბეიშვილისთვის წარდგენილი მუხლი სიტყვებს - "მშვიდობიანი დამხობა", საერთოდ არ განმარტავს - ადვოკატი

13.09.25 14:21
ხაბეიშვილისთვის წარდგენილი მუხლი სიტყვებს - "მშვიდობიანი დამხობა", საერთოდ არ განმარტავს - ადვოკატი

ლევან ხაბეიშვილისთვის წარდგენილი მუხლი სიტყვებს - "მშვიდობიანი დამხობა", საერთოდ არ განმარტავს - ამსი შესახებ სუს-ის შენობიდან გამოსულმა ადვოკატმა, ლაშა ტყეშელაძემ განაცხადა.

მისი თქმით, სისხლის სამართლის კოდექსი არ მოიცავს აღნიშნულ მუხლს.

ლევან ხაბეიშვილი არის დაკავებული სიტყვის გამო. ეს სიტყვა იყო - "მშვიდობიანი დამხობა". სისხლის სამართლის კოდექსი არ მოიცავს აღნიშნულ მუხლს, აღნიშნული მუხლი ამ სიტყვებს" მშვიდობიანი დამხობა" საერთოდ არ განმარტავს.  აღნიშნულ სიტყვებს დღეს საქართველოში ამბობს 10 ათასობით ადამიანი და ყველა ეს ადამიანი სისხლის სამართლსი დამნაშავეა?", - განაცხადა ლაშა ტყეშელაძემ. 

ლევან ხაბეიშვილს ბრალი 2 მუხლით წარუდგინეს. ოპოზიციონერ ლიდერის 339-ე მუხლის მეორე ნაწილს ედავებიან, რაც მოხელისთვის ქრთამის დაპირებას გულისხმობს. მას ასევე ბრალი წარედგინა სისხლის სამართლის კოდექსის 317 მუხლით, რაც საქვეყნოდ პროკურატურის მტკიცებით, ხელისუფლებოს დამხობაზე მოწოდებას გულისხმობს.   

მსგავსი სიახლეები