"ვარწმუნებ ქოცებს, რომ ლევანის სასამართლოზეც ვიქნებით და დიდ აქციაზეც მივალთ" - პეტრე ცისკარიშვილი
"ნაციონალური მოძრაობის" ლიდერები ფიქრობენ, რომ ლევან ხაბეიშვილის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე მსჯელობა 18:00 საათზე იმიტომ ჩანიშნეს სასამართლოში, რომ რაც შეიძლება ნაკლები ხალხი მივიდეს აქციაზე, რომელიც დღეს არის დაანონსებული.
პეტრე ცისკარიშვილი "ოცნებას" არწმუნებს, რომ სასამართლოზეც იქნებიან და აქციაზეც აუცილებლად მივლენ.
რაც შეხება ხაბეიშვილის საქმის იმავე მოსამართლისთვისდ აწერას, რომელმაც ენმ-ს ლიდერის დაკავების განჩინება გამოსცა, ცისკარიშვილი ამბობს, რომ ეს უკანონოა.
შეიძლება მოინდომეს, რომ აქცია ორად გაიყოს, მაგრამ ვარწმუნებ ქოცებს, რომ ყველგან მოვასწრებთ, აქაც ვიქნებით და შემდეგ რუსთაველის გამზირზეც მივალთ აუცილებლად იმ დიდ აქციაზე, მარშზე, რომელიც ჩვენი ქვეყნისთვის უვიზოს გადარჩენას ემსახურება და მნიშვნელოვანია, რა თქმა უნდა, იქ ყოფნა.
ქოცები დაუბრუნდნენ თავის ბუნებრივ პოლიტიკურ წიაღს და საქმეს უთითხნიან სახელმწიფოს გადატრიალების მუხლით, საუკეთესო საბჭოთა ბოლშევიკურ ტრადიციებში. ეს არის ამათი რეალური პოლიტიკური სახე, როგორ დევნიან და როგორ ცდილობენ იზოლაციაში მოაქციონ თავისი პოლიტიკური ოპონენტები. ესთადერთი იარაღი პოლიტიკური მართლმსაჯულების რაც ხელში დარჩათ, ამას იყენებენ დღეს ლევანის წინააღმდეგ თავისი მარიონეტი პროკურორების და მოსამართლეების ხელით.
იგივე მოსამართლეს რომ დაეწერა საქმე, რომელმაც განჩნება გასცა დაკავების, ეს თავისთავად უკანონოა, როგორც ჩანს, ეს მოსამართლე ჰყავთ გამზადებული ყველაფერზე ხელის მოსაწერად ", - აცხადებს პეტრე ცისკარიშვილი.
- ლევან ხაბეიშვილის პროცესი თბილისის საქალაქო სასამართლოში 18:00 საათზე ჩაინიშნა, იმ დროს როცა დედაქალაქში მასშტაბური აქციაა დაგეგმილი.
ენმ-ს პოლიტსაბჭოს თავმჯდომარის საქმე მოსამართლე ფიქრია სიქსტურაშვილს დაეწერა, იმავე მოსამართლეს, ვინც ოპოზიციონერი ლიდერის დაკავების განჩინება გამოსცა. სწორედ მან უნდა იმსჯელოს ოპოზიციონერი ლიდერის აღკვეთის ღონისძიებაზე.
ადვოკატი ლაშა ტყეშელაძე ამბობს, რომ ეს პირდაპირ სამართლიანი სასამართლოს უფლების დარღვევაა.
- ცნობისთვის, დღეს ლევან ხაბეიშვილს ბრალი 2 მუხლით წარუდგინეს. ოპოზიციონერ ლიდერის 339-ე მუხლის მეორე ნაწილს ედავებიან, რაც მოხელისთვის ქრთამის დაპირებას გულისხმობს. მას ასევე ბრალი წარედგინა სისხლის სამართლის კოდექსის 317 მუხლით, რაც პროკურატურის მტკიცებით, საქვეყნოდ ხელისუფლებოს დამხობაზე მოწოდებას გულისხმობს.