ნადირაძე: ხაბეიშვილის დაკავება ემსახურება მხოლოდ ერთ რამეს, რომ 4 ოქტომბრის აქცია არ შედგეს, ამ დღეს ვიქნებით ჯერ რომ არ ვყოფილვართ იმდენი

13.09.25 15:54
ნადირაძე: ხაბეიშვილის დაკავება ემსახურება მხოლოდ ერთ რამეს, რომ 4 ოქტომბრის აქცია არ შედგეს, ამ დღეს ვიქნებით ჯერ რომ არ ვყოფილვართ იმდენი

„ეს არის თავიდან ბოლომდე პოლიტიკური პროცესი. ლევან ხაბეიშვილის დაკავება ემსახურება მხოლოდ ერთ რამეს -  რომ 4 ოქტომბრის აქცია არ შედგეს, მაგრამ უნდა ესმოდეთ, რომ 4 ოქტომბერს ვიქნებით ძალიან ბევრი, ჯერ რომ არ ვყოფილვართ იმდენი. როგორც ლევან ხაბეიშვილი ამბობდა 4 ოქტომბერს იქნება მშვიდობიანი რევოლუცია!“ - ამის შესახებ „ერთიანობა“- ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა, ირაკლი ნადირაძემ  განაცხადა.

ერთ რამეს უნდა მიხვდნენ, ყველა რომ დაგვიჭირონ ქართველი ხალხი აპირებს, რომ მშვიდობიანად დაამხონ - ახცხადებს ირაკლი ნადირაძე. 

ენმ-ს ლიდერმა კომენტარი გააკეთა მოსამართლეზეც, რომელსაც ლევან ხაბეიშვილის საქმე დაეწერა და თქვა, რომ ფიქრია სიქსტურაშვილი ნებისმიერ დაკვეთას შეასრულებს.

„6 საათზე სასამართლო სხდომა არ ჩანიშნულა, ეს არის თავიდან ბოლომდე პოლიტიკური პროცესი. როგორც ჩანს ეგრეთწოდებულ მოსამართლეს საგულდაგულოდ არჩევდნენ, იმიტომ, რომ სამართლისგან და სამართლებრივი საფუძვლებისგან თავიდან ბოლომდე დაცლილია ეს საქმე. სჭირდებოდათ მორიგი ზონდერ მოსამართლე, რომელიც მათ ნებისმიერ დაკვეთას შეასრულებს. ეს პროცესი, ეს პოლიტიკური პროცესი ჟანდარმერიის მიერ დატყვევებულ ლევან ხაბეიშვილზე გადაწყვეტილება, ეფუძნება ერთადერთ რამეს - რომ 4 ოქტომბრის აქცია არ შედგეს, მაგრამ უნდა ესმოდეთ, რომ 4 ოქტომბერს ვიქნებით ძალიან ბევრი, ჯერ რომ არ ვყოფილვართ იმდენი ხალხი, რისიც ეშინიათ - სთავაზობდა ლევან ხაბეიშვილი 200000 დოლარს? ჩვენც ვთავაზობთ ყველა 200000 დოლარს, არ შეცვლილა პირობა. ამბობდა ეს ადამიანი მშვიდობიან რევოლუციას და მშვიდობიან დამხობას? დიახ 4-ში აუცილებლად იქნება მშვიდობიანი რევოლუცია და რუსული ოლიგარქიული რეჟიმის მშვიდობიანი დამხობა. დაგვიჭირონ, გაგვასამართლონ. ერთ რამეს უნდა მიხვდნენ, ყველა რომ დაგვიჭირონ ქართველი ხალხი აპირებს, რომ მშვიდობიანად დაამხონ, ამიტომ პოლიტიკური პროცესები - რა მოხდება, რა გადაწყვეტილებას მიიღებს - ამაზე, რა თქმა უნდა, პოზიტიური მოლოდინები არ გვაქვს. მოლოდინი გვაქვს ერთი, რომ დღესაც ბევრი ვიქნებით რუსთაველზე და 4-ში ვიქნებით ძალიან ბევრი, რომ ბიძინა ივანიშვილი უბრალოდ ამ ქვეყნიდან გაიქცეს თავის რუსებთან ერთად.“ - განაცხადა ირაკლი ნადირაძემ. 

  • ლევან ხაბეიშვილის პროცესი თბილისის საქალაქო სასამართლოში 18:00 საათზე ჩაინიშნა, იმ დროს როცა დედაქალაქში მასშტაბური აქციაა დაგეგმილი.

ენმ-ს პოლიტსაბჭოს თავმჯდომარის საქმე მოსამართლე ფიქრია სიქსტურაშვილს დაეწერა, იმავე მოსამართლეს, ვინც ოპოზიციონერი ლიდერის დაკავების განჩინება გამოსცა.  სწორედ მან უნდა იმსჯელოს ოპოზიციონერი ლიდერის აღკვეთის ღონისძიებაზე. 

ადვოკატი ლაშა ტყეშელაძე ამბობს, რომ ეს პირდაპირ სამართლიანი სასამართლოს უფლების დარღვევაა.

  • ცნობისთვის, დღეს ლევან ხაბეიშვილს ბრალი 2 მუხლით წარუდგინეს. ოპოზიციონერ ლიდერის 339-ე მუხლის მეორე ნაწილს ედავებიან, რაც მოხელისთვის ქრთამის დაპირებას გულისხმობს. მას ასევე ბრალი წარედგინა სისხლის სამართლის კოდექსის 317 მუხლით, რაც პროკურატურის მტკიცებით, საქვეყნოდ ხელისუფლებოს დამხობაზე მოწოდებას გულისხმობს. 

 

მსგავსი სიახლეები