მოსამართლემ ხაბეიშვილს "ხასიათი დაუწუნა" და ამის მიხედვით გამოსცა დაკავების განჩინება - ამონარიდი განჩინებიდან
მოსამართლე ფიქრია სიქსტურაშვილმა ლევან ხაბეიშვილს ხასიათი დაუწუნა და ამის მიხედვით გამოსცა ოპოზიციონერი ლიდერის დაკავების განჩინება - ამის დამადასტურებელი ამონარიდი განჩინებიდან ადვოკატმა ლაშა ტყეშელაძემ დრეს ჟურნალისტებს წაუკითხა.
მოსამართლე განჩინებაში ენმ-ს პოლიტსაბჭოს თავმდჯომარის დაკავების მოტივად "პიროვნების უარყოფით მახასიათებლებს" ასახელებს.
ხელში მიჭირავს განჩინება, რომელიც სამართლებრივად რომ წავიკითხოთ, მოსამართლეს ეს განჩინება არ უნდა გამოეცა. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გარემოება, რაზე აფუძნებს ხაბეიშვილის დაკავებას, მინდა საზოგადოებას წავუკითხო - მაღალი ხარისხით აფუძნებს მისი პიროვნების უარყოფითი მახასიათებლები. ანუ, რა უარყოფითი მახასიათებები აქვს ლევან ხაბეიშვილს, ანუ რა არ მოეწონა? - აქაც ჩანს მოსამართლის სუბიექტური აღქმები", - ამბობს ადვოკატი.
ენმ-ს პოლიტსაბჭოს თავმჯდომარის საქმე მოსამართლე ფიქრია სიქსტურაშვილს დაეწერა, იმავე მოსამართლეს, ვინც ოპოზიციონერი ლიდერის დაკავების განჩინება გამოსცა. სწორედ მან უნდა იმსჯელოს ოპოზიციონერი ლიდერის აღკვეთის ღონისძიებაზე.
ადვოკატი ლაშა ტყეშელაძე ამბობს, რომ ეს პირდაპირ სამართლიანი სასამართლოს უფლების დარღვევაა.
- ცნობისთვის, დღეს ლევან ხაბეიშვილს ბრალი 2 მუხლით წარუდგინეს. ოპოზიციონერ ლიდერის 339-ე მუხლის მეორე ნაწილს ედავებიან, რაც მოხელისთვის ქრთამის დაპირებას გულისხმობს. მას ასევე ბრალი წარედგინა სისხლის სამართლის კოდექსის 317 მუხლით, რაც პროკურატურის მტკიცებით, საქვეყნოდ ხელისუფლებოს დამხობაზე მოწოდებას გულისხმობს.