ჯუანშერ ბურჭულაძე სუს-დან სასამართლოში მიიყვანეს

13.09.25 17:16
ჯუანშერ ბურჭულაძე სუს-დან სასამართლოში მიიყვანეს

ჯუანშერ ბურჭულაძე სუს-ის შენობიდან სასამართლოში მიიყვანეს - რამდენიმე წუთში, თბილისის საქალაქო სასამართლოში თავდაცვის ექს-მინისტრისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე მსჯელობას დაიწყებს. 

პროკურატურა ბურჭულაძის მიმართ პატიმრობას ითხოვს, დაცვის მხარე კი სხდომაზე გირაოს შუამდგომლობას დააყენებს.

ადვოკატის თქმით, ბრალდებული გამოძებასთან დიდი ხანია თანამშრომლობს, ამიტომაც უფლებადამცველი პატიმრობის აუცილებლობას ვერ ხედავს.

მისივე განცხადებით, "ოცნების" ყოფილი მაღალჩინოსანი თავს დამნაშავედ არ ცნობს. რაც შეეხება საქმეში არსებულ მტკციებულებებს, ადვოკატი ამბობს, რომ რასაც ამ ეტაპზე გაეცნო, საქმეში არ დევს არცერთი მტკიცებულება, რომელიც ყოფილი მინისტრის ბრალს დაადასტურებს.

ჯუანშერ ბურჭულაძეს 12 წლამდე პატიმრობა ემუქრება - საქართველოს პროკურატურამ სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის მქონე პირის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტებზე თავდაცვის ყოფილ მინისტრს ბრალდება 194-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და 332-ე მუხლის მეორე ნაწილით წარუდგინა.