შეიძლება ივანიშვილს არ მოეწონოს რომელიმე ჩემი საოპერო არიის შესრულება და მეც დამაკავოს - პაატა ბურჭულაძე
მსოფლიო ბანი, პაატა ბურჭულაძე ლევან ხაბეიშვილის და მურთაზ ზოდელავას დაკავებას "აბსურდულს" უწოდებს და ეს იგივეა, რომ ერთ დრეს ბიძინა ივანიშვილს მისი რომელიმე საოპერო არიის შესრულება არ მოეწონოს და ისიც დააკავონ.
ირონიულად რომ ვთქვათ, ეს არის ცირკის ერთ-ერთი წარმოდგენა - აცხადებს პაატა ბურჭულაძე.
ძალიან ძნელია, სერიოზულად შეაფასო ის, რაც დღეს ხდება, სერიოზულად მიიღო, რომ ლევან ხაბეიშვილი და მურთაზ ზოდელავა არიან რამეში დამნაშავე. ირონიულად რომ ვთქვათ, ეს არის ცირკის ერთ-ერთი წარმოდგენა... მეც შეიძლება დამაკავონ, ვთქვათ, ბიძინა ივანიშვილს შეიძლება არ მოეწონოს რომელიმე ჩემი საოპერო არიის შესრულება... სერიოზულად ამას ვერ აღიქვამს ვერავინ", - განაცხადა პაატა ბურჭულაძემ.