ბრალის წაყენება მოტივირებულია სულ სხვა რაღაცით - ჯუანშერ ბურჭულაძის პირველი რეაქცია

13.09.25 17:59
ბრალის წაყენება მოტივირებულია სულ სხვა რაღაცით - ჯუანშერ ბურჭულაძის პირველი რეაქცია

თავდაცვის ყოფილ მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე ეჭვობს, რომ მისთვის წაყენებული ბრალი მოტივირებულია „სულ სხვა რაღაცით“. "რადიო თავისუფლების" მიხედვით, "ქართული ნოცნების" მთავრობის ყოფილმა წევრმა ბრალდებას, რომელიც მას წარუდგინეს "მოუმზადებელი" უწოდა. 

ბურჭულაძე ამბობს, რომ მისი დაკავება აბსურდულია. 

რაც შეეხება ესპანეთში შეძენლი ქონებას, ექს მინისტრი ამტკიცებს, რომ მისი ღირებულება დედამისის და მისი ქონების გაყიდვით გადაიხადა

როგორც ბურჭულაძემ მოსამართლე ეკა ბარბაქაძეს უთხრა, ამ ქონების დეკლარაციაში ასახვის ვალდებულება არ ჰქონდა, რადგან 2025 წელს შეიძინა, როცა მინისტრი უკვე აღარ იყო.

 თუ უფლებას მომცემთ, შევაფასებ ბრალის ხარისხს – ევროპულობასთან არანაირი კავშირი არ აქვს, ჩემთვის წარმოუდგენელია ასეთი მოუმზადებელი ბრალის წაყენება და ეჭვი მაქვს, რომ მოტივირებულია სულ სხვა რაღაცით.

რაც შეეხება ნასყიდობას, რომ აგიხსნათ ბატონო მოსამართლე, ნასყიდობა მე დავასაბუთე და მას არანაირი კავშირი არ აქვს ჩემს წყნეთის სახლთან ლეგალიზაციის თვალსაზრისით.

მე არასოდეს მიხსენებია, რომ ჩემი საბოლოო შემოსავალი, რომლითაც მე გავისტუმრე ნასყიდობის ვალდებულება, იყო წყნეთის სახლი… მინდა დაგანახოთ, ხელი შეგიწყოთ პირადი მწამსის შესაქმნელად, ჩემი დაკავება რამდენად აბსურდულია…

მე იპოთეკით დავტვირთავდი თუ ნასყიდობას გამოსყიდვის უფლება იქნებოდა, ჩემი გადასაწყვეტია… ესპანეთის სახლის ქონება გადავიხადე დედაჩემის ქონებით და ჩემი ქონების გაყიდვით…

რაც შეეხება დეკლარაციას, ამ სახლს დეკლარაცია არ უწევდა, 2025 წელს შევიძინე. ამ სახლს არ ვმალავდი, გამოკითხვაზე მე თავად ვუთხარი და ხელშეკრულებაც მივიტანე… არანაირი მოწმე არ არსებობს, თუ არ ჩავთვლით ირიბ მოწმეს… 8 შვილის მამა ტვინის შერყევით გინდათ, რომ გამიშვათ ციხეში“, – თქვა ბურჭულაძემ „რადიო თავისუფლების“ ლაივბლოგის ცნობით.

საქართველოს მთავარი პროკურატურის ინფორმაციით, ჯუანშერ ბურჭულაძემ 2023 წელს მისი სამსახურებრივი მდგომარეობა ბოროტად გამოიყენა, მისი მოადგილის, ნათესავისა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შესყიდვების დეპარტამენტის ყოფილი უფროსის დახმარებით, სამხედრო ჰოსპიტალს სამედიცინო აპარატი 2 606 272 ლარის ნაცვლად, 3 940 000 ლარად მიაწოდა, რის შედეგადაც, სამინისტროს 1 333 728 ლარის ქონებრივი ზიანი მიადგა.

  • 2025 წლის მარტში, ჯუანშერ ბურჭულაძემ და მისმა მეუღლემ ესპანეთში 544 000 ევროდ ქონება შეიძინეს. აღნიშნულის წარმოშობის დამალვის და შენიღბვის მიზნით, ამ ქონებისთვის კანონიერი სახის მისაცემად, მათ მესამე პირთან დაბა წყნეთში მდებარე უძრავი ქონების ფიქტიური ნასყიდობის ხელშეკრულება გააფორმეს.
  • თავდაცვის ყოფილ მინისტრს საერთო ჯამში 1 593 212 ლარის უკანონო და დაუსაბუთებელი შემოსავლის ლეგალიზაციას ედავებიან.

ჯუანშერ ბურჭულაძეს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 194-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და 332-ე მუხლის მეორე ნაწილით წარედგინა, რაც სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის მქონე პირის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებასა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციას გულისხმობს. აღნიშნული ქმედება სასჯელის სახედ და ზომად 9-დან 12- წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.