„არა რუსულ რეჟიმს, დაიცავი უვიზო“ - თბილისში საპროტესტო მსვლელობა მიმდინარეობს

13.09.25 20:24
„არა რუსულ რეჟიმს, დაიცავი უვიზო“ - თბილისში საპროტესტო მსვლელობა მიმდინარეობს

„არა რუსულ რეჟიმს, დაიცავი უვიზო“- ამ ლოზუნგით მიმდინარეობს საპროტესტო მსვლელობა თბილისში. 

მსვლელობა სახელმწიფო უნივერსიტეტიდან პარლამენტამდე იმართება.

მსვლელობის ინიციატორები 4 ოქტომბრის არჩევნების ბოიკოტის მომხრე პარტიები, პოლიტპატიმართა ოჯახების წევრები და სხვადასხვა საზოგადოებრივი ორგანიზაციები არიან.

საპროტესტო მსვლელობის ორგანიზატორთა თქმით, აქციაზე ელოდებიან ყველას, ვისთვისაც ძვირფასია საქართველოს ევროპული არჩევანი.

საპროტესტო მარშის მონაწილეებმა კახი კალაძის საარჩევნო შტაბთან სკანდირებით- “რუსებო” ჩაიარეს.