ექსკლუზივი: ვინ მისცა ლევან ხაბეიშვილის წინააღმდეგ ჩვენება?
ვინ მისცა ლევან ხაბეიშვილის წინააღმდეგ ჩვენება? - "შააბთის ეთერმა" მოიპოვა მასალები, რომელიც მამუკა მდინარაძის უწყებამ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარის წინააღმდეგ საქმეში ჩადო.
პოლიციელები, რომლებმაც ლევან ხაბეიშვილის წინააღმდეგ მისცეს ჩვენება არიან: შოთა პაპუაშვილი, შოთა არჯევანიძე, ბექა რუხაძე.
საქმე სულ 76 ფურცელისკან შედგება და ძირითადად "ტვ პირველის" გადაცემების სტენოგრაფებისგან და tvirveli.ge-ზე განთავსებული მასალების შიფრისგან შედგება.
ჩვენებებში კი, რომელსაც გდდ-ისთანამშრომლები გამოძიებას აძლევენ, ისინი ამტკიცებენ, რომ ხაბეიშვილის საჯაროდ, ტელეეთერით გაკეთებული შეთავაზება მათთვის შეურაცმყოფელი აღოჩნდა:
ჩვენებები, რომლებიც გდდ-ის თანამშრომლებმა ხაბეიშვილის წინააღმდეგ მისცეს:
შოთა პაპუაშვილი - გდდ-ს მასობრივი ღონისზიებების უსაფრთხოების მეორე სამმართველოს უფროსი:
ტელევიზიასა და სოციალურ ქსელში ხაბეიშვილმა მოუწოდა გდდ-ს თანამშრომელებს არ შეესრულებინათ მათზე დაკისრებული მოვალეობა და სანაცვლოდ 200 000 ამერიკულ დოლარს დაპირდა. ეს დაპირება იყო შეურაცხმყოფელი თითოეული თანამშრომლისთვის, რასთან დაკავშირებითაც დანაყოფში იყო ხშირი საუბრები და გამოიწვია უარყოფითი რეაქცია.
კითხვა: ხაბეიშვილმა დაასახელა თუ არა კონკრეტული პირები, ვისაც ქრთამის, 200 ათასი დოალრის სანაცვლოდ შესთავაზა, რომ არ შეესრულებინათ სამსახურეობრივი მოვალეობა?
პასუხი: "მართალია ხაბეიშვილს კონკრეტული პირები არ დაუსახელებია, მაგრამ აღნიშნული შეთავაზება თითოეულმა ჩვენგანმა მივიღეთ საკუთარ თავზე, რადგან ადრესატები ვიყავით ჩვენ, რაც აღვიქვით ქრთამის შეთავაზების ფაქტად და დიდ შეურაცხყოფად".
შოთა არჯევანიძე - გდდ-ს მასობრივი ღონისძიებების სამმართველოს ქვეგანყოფილების უფროსი:
"სიუჟეტებით გავიგეთ, რომ ხაბეიშვილი გდდ-ს თანამშრომლებს ფულს ქრთამის სახით გვთავაზობდა, რომ არ შეგვესრულებინა, უფლებამოსილებები. ეს შეთავაზება იყო შეურაცხმყოფელი თითოული თანამშრომლისთვის. ჩვენს დანაყოფში იყო ხშირი განხილვები ამ თემაზე და ყველა- ნეგატიურ განწყობას აფიქსირებდა.. ხაბეიშვილის შეთავაზებამ უარყოფითი განვლენა იქონია თანამშრომლების განწყობაზე და ყოველდღიურ საქმიანობაზეც".
კითხვა: მოგმართათ თუ არა თქვენ ან რომელიმე თქვენს დაქვემდებარებაში მყოფ პირს ხაბეიშვილმა ფულადი თანხის შემოთავაზებით ?
პასუხი: არა, არც ჩემთვის და არც ჩემს დაქვემდებარებაში მყოფებისთვის მას თანხა არ შემოუთავაზებია მაგრამ ვინაიდან მიმართვა ტელევიზიით და ფეისბუქით გაავრცელა, მე და ჩემმა თანამშრომლებმა ჩვენს თავზე მივიღეთ.
ბექა დავითის ძე რუხაძე - გდდ-ს უფროსი ინსპექტორი:
ამ შემოთავაზებამ უარყოფითი გავლენა იქონია თანამშრომელთა განწყობაზე და სამსახურეობრივ საქმიანობაზე. პირად შემადგენლობას არაერთხელ გვისაუბრია ხაბეიშვილის შეურაცხმყოფელ შემოთავაზებაზე და ყველა შევთანხმდით იმაზე, რომ ეს მისი მხრიდან ღირსეულ თანამშრომლებზე ქრთამის შეთავაზება იყო, რაც ლახავდა თანამშრომლის ღირსებას, ასევე სამსახურის პრესტიჟს და რეპუტაციას
კითხვა: შემოგთავაზათ თუ არა თქვენ ან რომელიმე თქვენს თანამშრომელს ქრთამი ლევან ხაბეიშვილმა?
პასუხი: არა, არც მე და არც ჩემი არცერთი თანამშრომელისთვის არ შეუთავაზებია, მაგრამ ეს განცხადება საკუთარ თავზე და პირად შეურაცხყოფად მივიღეთ.