ლევან ხაბეიშვილის საქმის მოსამართლის ქმარი სუს-ის თანამშრომელია
ლევან ხაბეიშვილისა და მურთაზ ზოდელავას საქმის განმხილველი მოსამართლის, ფიქრია სიქტურაშვილის ქმარი სუს-ის თანამშრომელია.
ამის შესახებ ცნობილი, მოსამართლის მიერ შევსებული დეკლარაციიდან ხდება ცნობილი.
ოფიციალური ინფორმაციის თანახმად, ზურაბ ბერიანიძე საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში, უფროსი ინსპექტორის თანამდებობას იკავებს.
შეგახსენებთ, რომ რამდენიმე წუთის წინ, თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, ფიქრია სიქტურაშვილმა, რომელიც ლევან ხაბეიშვილისა და მურთაზ ზოდელავას აღკვეთის ღონისძიების საკითხს განიხილავს, სხდომა დახურა. დარბაზი დაატოვებინეს მედიასაც.
ამასთან, მოსამართლე ფიქრია სიქტურაშვილი, ის მოსამართლეა, ვინც პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა, დაენიშნათ ნინო დათაშვილისთვის იძულებითი ფსიქიატრიული ექსპერტიზა.
სწორედ ამ გარემოების გათვალისწინებით დღეს მოსამართლე ფიქრია სიქტურაშვილის აცილება მოითხოვა მურთაზ ზოდელავას ადვოკატმა ბექა ბასილაიაც.
ფიქრია სიქტურაშვილი თბილისის საქალაქო სასამართლოში 2025 წლის ივლისიდან მუშაობს.