პარლამენტთან აქცია მიმდინარეობს - რუსთაველის გამზირი გადაიკეტა
„არა რუსულ რეჟიმს! დაიცავი უვიზო" - რუსთაველის გამზირზე პროევროპული აქცია გრძელდება. უამინდობის მიუხედავად აქციის მონაწილეები დაშლას არ აპირებენ.
რუსთაველის გამზირი უწყვეტი პროტესტის 290-ე დღესაც გადაიკეტა. აქციის მონაწილეები თსუ-თან შეიკრიბნენ და პარლამენტამდე მსვლელობით მივიდნენ.
აქციაზე იმყოფებიან სხვადასხვა ოპოზიციური პარტიის ლიდერი, წევრები და მოქალაქეები.
ადგილზე მობილიზებულია პოლიციაც.