მოსამართლეს წინასწარ ჰქონდა გადაწყვეტილი, რომ ლევან ხაბეიშვილი დაეკავებინათ, გადაწყვეტილება გასაჩივრდება - ადვოკატი
მოსამართლე ფიქრია სიქტურაშვილს მიერ დღეს გამოცხადებული გადაწყვეტილება [ლევან ხაბეიშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა] ზემდგომ ინსტანციაში გასაჩივრდება.
ამის შესახებ ადვოკატმა ლაშა ტყეშელაძემ "ტვ პირველს" განუცხადა.
მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ "აპელაციაშიც იგივე სასამართლო კლანია", სასამართლოს მაინც მიმართავენ, რომ საქმე საბოლოოდ, სტრასბურგის სასამართლოში წავიდეს:
მოსამართლეს გადაწყვეტილება არ დაუსაბუთებია. გამოაცხადა მხოლოდ სარეზოლუციო ნაწილი. ვერც დაასაბუთებს, რა დასაბუთებაზეა საუბარი. ჩვენ თავიდანვე ამას ვამბობდით, რომ აღნიშნულ მოსამართლეს ეს საქმე უნდა დაეცილებინა. ამ მოსამართლეს უკვე წინასწარ ჰქონდა გადაწყვეტილი, რომ ლევან ხაბეიშვილი დაეკავებინათ. როგორც ინტერნეტში გავრცელდა, თურმე მისი მეუღლე სუს-ის თანამშრომელია და საზოგადოებამ თავად გადაწყვიტოს.
ჩვენ რა თქმა უნდა, ამ სასამართლოსი არ გვჯერა. რადგან აქ, აპელაციაშიც იგივე კლანია, მაგრამ ევროპული სამართლისთვის, იმისთვის რომ საქმე ევრიპულ სასამართლოში წავიღოთ, აუცილებელია, ყველა ინსტანცია გავიაროთ და ამ გადაწყვეტილებას აუცილებლად გავასაჩივრებთ"- თქვა ადვოკატმა.
„ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარეს, ბრალდებულ ლევან ხაბეიშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა, მურთაზ ზოდელავას კი პატიმრობის უზრუნველყოფით 25 000-ლარიანი გირაო.