ივანიშვილის რუსულ რეჟიმს გპირდებით მშვიდობიან დამხობას - თათია ნიკოლაშვილი

14.09.25 10:21
ივანიშვილის რუსულ რეჟიმს გპირდებით მშვიდობიან დამხობას - თათია ნიკოლაშვილი

ივანიშვილის რუსულ რეჟიმს გპირდებით მშვიდობიან დამხობას, მშვიდობიან რევოლუციას და დიახ, ორასი ათასი დოლარი ყველა იმ გდდ-ს თანამშრომელს, ვინც ქართველ ხალზე ხელს არ აწევს, - ამის შესახებ ენმ-ს პოლიტსაბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ, თათია ნიკოლაშვილმა გუშინ, ხაბეიშვილის პროცესის პარალელურად განაცხადა. 

ნიკოლაშვილის თქმით, ლევან ხაბეიშვილს ბრალი წაუყენეს მხოლოდ იმის გამო, რომ ის რეჟიმს მშვიდობიან დამხობას ჰპირდებოდა, ხოლო ახლა იგივე დაპირებას მის გვერდით მდგომი თითოეული ადამიანი იმეორებს.

მოგმართავთ რუსულ რეჟიმს, აქ, სადაც ახლა ლევან ხაბეიშვილის სასამართლო მიმდინარეობს - ჩვენ აქ ყველა ადამიანი, ვინც ვართ ამ ადამიანის გვერდით, არა მარტო თანაგუნდელები, ყველა, ვისაც ის მდგომარეობა აწუხებს, რაც ახლა საქართველოშია, ლევან ხაბეიშვილს ბრალი წარუდგინეს იმის გამო, რომ ის ჰპირდებოდა ორასი ათას დოლას ყველა იმ ადამიანს, ვინც ხელს არ აწევს საქართველოს მოქალაქეებს, როგორც მას პირადად გაუსწორდნენ ფიზიკურად, ისე არ გაუსწორდნენ საქართველოს მოქალაქეებს. ლევან ხაბეიშვილს ბრალი აქვს წარდგენილი, რომ მშვიდობიანად დაგამხობთო ეუბნებოდა ამ რეჟიმს. ჩვენ აქ ყველა ადამიანი ვიმეორებთ იმავეს , დიახ, ივანიშვილის რუსულ რეჟიმს გპირდებით მშვიდობიან დამხობას, მშვიდობიან რევოლუციას და დიახ, ორასი ათასი დოლარი ყველა იმ გდდ-ს თანამშრომელს, ვინც ქართველ ხალზე ხელს არ აწევს. ლევანის სიტყვა იყო ქუდზე კაცი 4 ოქტომბერს, უკან დასახევი გზა აღარ არსებობს, ამიტომ გელოდებით ყველას 4 ოქტომბერს, ვიმარჯვებთ ერთად!, - განაცხადა თათია ნიკოლაშვილმა.

მოსამართლე ფიქრია სიქტურაშვილმა „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარეს,  ლევან ხაბეიშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა,  მურთაზ ზოდელავას კი პატიმრობის უზრუნველყოფით 25 000-ლარიანი გირაო.

ზოდელავას და ხაბეიშვილს რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში გადაიყვანენ. მურთაზ ზოდელავა დაწესებულებას მას შემდეგ დატოვებს, რაც თანხას გადაიხდის.