"ოცნებამ“ პარტიულ სიაში შეიყვანა პირები, რომლებიც კასპში ჯგუფური ძალადობის საქმეზე არიან ბრალდებულები

14.09.25 16:42
"ოცნებამ“ პარტიულ სიაში შეიყვანა პირები, რომლებიც კასპში ჯგუფური ძალადობის საქმეზე არიან ბრალდებულები

„ქართულმა ოცნებამ“ პარტიულ სიაში შეიყვანა პირები, რომლებიც კასპში ჯგუფური ძალადობის საქმეზე არიან ბრალდებულები.

ზურაბ ჩიტიშვილი და გიორგი მჭედლიშვილი ამჟამად თავისუფლებაში იმყოფებიან გირაოს საფუძველზე.

2022 წლის თებერვალში კასპის საკრებულოში მოხდა დაპირისპირება, რა დროსაც ამავე საკრებულოს აპარატის უფროსმა ზურა ჩიტიშვილმა და საკრებულოს წევრმა გიორგი მჭედლიშვილმა იძალადეს ჩემზე, პოლიციის თვალწინ გამიტეხეს ცხვირი, რასაც შესაბამისი რეაგირება არ მოჰყვა, თუმცა შემდეგ უკვე მედიაში გავრცელებული ვიდეოს საფუძველზე თვალნათელი იყო მათი მხრიდან ჩადენილი ძალადობა. პროკურატურამ წარუდგინა ორივე მათგანს ბრალი, შემდეგ გირაოთი გაათავისუფლეს სასამართლო დარბაზიდან და ისინი დღემდე რჩებიან და რჩებოდნენ თანამდებობაზე, - ამბობს დაზარალებული აქტივისტი ირაკლი მილაძე.

2022 წლის თებერვალში აღნიშნულმა პირებმა სამოქალაქო აქტივისტებთან ერთად ჟურნალისტებზე იძალადეს. ამ ძალადობის არაერთი ფაქტი "ტვ პირველის" კამერამ დააფიქსირა. 

იმის გამო, რომ მედიაზე თავდასხმის და ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელშეშლის ნაწილში საქმე წინ არ წასულა, ჟურნალისტებამ საჩივარი მოამზადეს და სტრასბურგში გააგზავნეს.