წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში ირაკლი კუპრაძე და ჯუბა ლოლაძე გლდანის მოსახლეობას შეხვდნენ

14.09.25 16:45
წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში ირაკლი კუპრაძე და ჯუბა ლოლაძე გლდანის მოსახლეობას შეხვდნენ

წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში, თბილისის მერობის საერთო კანდიდატი, ირაკლი კუპრაძე და გლდანის მაჟორიტარობის კანდიდატი, ჯუბა ლოლაძე, დღეს გლდანის რაიონის ქუჩებში გავიდნენ და ადგილობრივ მაცხოვრებლებს გაესაუბრნენ.

მუნიციპალური სერვისების გამართვა, უბნების ინფრასტრუქტურული განვითარება და მოქალაქეებისთვის უსაფრთხო და კომფორტული გარემოს შექმნა - ეს არის ის მთავარი გამოწვევები, რომლებიც გლდანის რაიონის მაცხოვრებელთა წინაშე დგას.

ბედნიერებაა, როცა ადამიანების თვალებში იმედს ხედავ. სწორედ იმედით სავსე თვალები მაძლევს ძალას, რომ ყოველი ახალი დღე თავდაუზოგავი შრომითა და მოტივაციით დავიწყო. 

მადლობა გლდანს ასეთი თბილი და ნაყოფიერი შხვედრისთვის.

ერთად გავიმარჯვებთ!- განაცხადა ირაკლი კუპრაძემ.