“ოცნების” სტანდარტი - ოპოზიციის ლიდერს შემთხვევით შერჩეული სპეცრაზმელების გამოკითხვის საფუძველეზე ასამართლებენ

14.09.25 20:02
“ოცნების” სტანდარტი - ოპოზიციის ლიდერს შემთხვევით შერჩეული სპეცრაზმელების გამოკითხვის საფუძველეზე ასამართლებენ

ლევან ხაბეიშვილის საქმეში სუსმა მოწმეები სპეცრაზმელებიდან შეარჩია, თუმცა მათ მიერ მიცემული ჩვენებები პოლიტიკოსთან კავშირს ვერ ადასტურებს.

„ტვ პირველის“ ინფორმაციით, სამი სპეცრაზმელიდან ვერცერთმა ვერ დაადასტურა, რომ ხაბეიშვილთან რაიმე შეხება ჰქონდათ. მათი თქმით, პოლიტიკოსის განცხადებებს ტელევიზიით უსმენდნენ და ეს მათ განწყობაზე ნეგატიურად მოქმედებდა.

საქმის მასალების მიხედვით, გამოძიება 10 სექტემბერს დაიწყო. იმავე დღეს სუსმა წერილი გაუგზავნა სპეცრაზმის უფროსს, რომან ქარცივაძეს, მოწმეების დასახელების მოთხოვნით. იმავე დღეს, შუადღისას, სპეცრაზმელები უკვე სუსში იმყოფებოდნენ და ჩვენებებს აძლევდნენ.

პირველად საქმე აღიძრა თანამდებობის პირისთვის ქრთამის მიცემის შეთავაზების მუხლით, თუმცა მალევე გადაკვალიფიცირდა.
გამოკითხული სპეცრაზმელების ჩვენებები ერთმანეთთან იდენტურია, თუმცა არცერთი მათგანი ხაბეიშვილს პირდაპირ თითს არ სდებს.

ვრცლად ნახეთ ლიზა ლასარეიშვილის რეპორტაჟში.