"სახეზეა ინტერესთა კონფლიქტი" - ვინ არის მოსამართლე, რომელმაც ხაბეიშვილი პატიმრობაში დატოვა

14.09.25 20:08
"სახეზეა ინტერესთა კონფლიქტი" - ვინ არის მოსამართლე, რომელმაც ხაბეიშვილი პატიმრობაში დატოვა

YouTube-ზე გავრცელდა ლევან ხაბეიშვილის მიმართვის აუდიოჩანაწერი, სადაც პოლიტიკოსი ისევ იმ დაპირებას იმეორებს, რასაც „ქართულმა ოცნებამ“ დანაშაულად შეაფასა.

მისი თქმით, ხელისუფლების შეცვლის შემდეგ ჯილდოს მიიღებს ყველა სპეცრაზმელი, ვინც ხალხის წინააღმდეგ უკანონო ბრძანებებს არ შეასრულებს.

სასამართლო პროცესზე ხაბეიშვილმა მოსამართლეს ჰკითხა, რა იყო ამ განცხადებაში სისხლის სამართლის დანაშაული, თუმცა პასუხი ვერ მიიღო და დაასკვნა, რომ მისი დაკავება ივანიშვილის შიშს უკავშირდება.

ოპოზიციონერი მიიჩნევს, რომ 4 ოქტომბრის დიდი აქციის გამო ოლიგარქს დღეს განსაკუთრებით ეშინია.

საქმის სასამართლო წარმოებასთან დაკავშირებით ყურადღება გამახვილდა მოსამართლე ფიქრია სიქტურაშვილზეც - მისი მეუღლე, ზურაბ ბერიანიძე, სუსის კასპის დანაყოფს ხელმძღვანელობს. ხაბეიშვილის თანამებრძოლებს ეჭვი აქვთ, რომ სწორედ ის შეიძლება ყოფილიყო კასპში პოლიტიკოსზე თავდასხმის ორგანიზატორი.

ვრცლად ნახეთ სოფო ნიაურის რეპორტაჟში.