„მზადება არ გიშველით!" - აქტივისტები სპეცრაზმის საიდუმლო წვრთნებს ეხმიანებიან

14.09.25 20:25
„მზადება არ გიშველით!" - აქტივისტები სპეცრაზმის საიდუმლო წვრთნებს ეხმიანებიან

თავდაცვის სამინისტროს ბაზაზე ჩატარებული საიდუმლო წვრთნები ადასტურებს, რომ ხელისუფლება საზოგადოებრივი პროტესტისთვის ემზადება.

4 ოქტომბრისთვის დაგეგმილი დიდი შეკრებისა და უწყვეტი აქციების ფონზე, განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტმა სპეცრაზმი გადაამზადა. „შაბათის ეთერის“ კადრებში ჩანს, როგორ ვარჯიშობენ სპეცდანაყოფები დემონსტრანტების დარბევის სცენარებზე - დაკავების მანქანებით, სპეცტექნიკითა და შეტაკების იმიტაციით.

აქტივისტები „ქართულ ოცნებას“ მიმართავენ, რომ „მზადება არ უშველით“, რადგან ადაპტირდნენ და ძალადობრივი მეთოდები მათ უკვე საკუთარ თავზე გამოსცადეს.

ვრცლად ნახეთ ნინო ელიკაშვილის რეპორტაჟში. 

მსგავსი სიახლეები