"ხალხის უმრავლესობა საბრძოლო განწყობაზეა" - ირაკლი კუპრაძე და გიორგი შარაშიძე დიღმის მასივში მოსახლოებას ხვდებიან
"ლელოს" და გახარიას პარტიის თბილისის მერობის საერთო კანდიდატი წინასაარჩევნო შეხვედრებს აგრძელებს. ირაკლი კუპრაძე და გიორგი შარაშიძე ახლა დიღმის მასივში მოსახლოებას ხვდებიან. ოპოზიციონერები არიგებენ სიანფორმაციოო ბროშურებს, სადაც ის პროგრამაა გაწერილი, რომელსაც, გამარვების შემთხვევაში, კუპრაძე და მისი გუნდი ქალაქში განახორციელებენ.
ლიდერების მოსახლეობას მოუწოდებენ, დილით საარჩევნო უბნებზე მივიდნენ, საღამოს კი დაანონსებულ აქციას შეუერთდნენ.
გლდანის, სამგორის შემდეგ ახლა ვხვდებით დიღმის მასივის მოსახლეობას. მოქალაქეების დიდი უმრავლესობა არის საბრძოლო განწყობით, მოტივირებული, რომ მათ შორის 4 ოქტომბერს მხარი დაუჭიროს პროდასავლურ ოპოზიციას და მივიდეს არჩევნებზე და შემდეგ წავიდეს საპროტესტო აქციაზე რუსთაველზე, სადაც დასაცავი იქნება ჩვენი ქვეყნის, სამშობლოს თავისუფლება ანტიქართული ოცნებისგან. ჩვენ ვიქნებით ყველგან და მოქალაქეები ამ კუთხით მხარდაჭერას გვიცხადებენ, - ამბობს ირაკლი კუპრაძე.
ვრცლად ნახეთ თეკლა დონაძის ჩართვაში.