შეუცვლის თუ არა სააპელაციო თავდაცვის ექს-მინისტრს პატიმრობას გირაოთი? - დაცვის მხარე გადაწყვეტილებას დღეს ასაჩივრებს

15.09.25 11:22
შეუცვლის თუ არა სააპელაციო თავდაცვის ექს-მინისტრს პატიმრობას გირაოთი? - დაცვის მხარე გადაწყვეტილებას დღეს ასაჩივრებს

შეუცვლის თუ არა სააპელაციო სასამართლო თავდაცვის ყოფილ მინისტრს პატიმრობას გირაოთი? - ჯუანშერ ბურჭულაძის ადვოკატი პირველი ინსტანციის  გადაწყვეტილებას სააპელაციოში აასაჩივრებს. დოკუმენტს სასამართლოს დღის მეორე ნახევარში ჩააბარებენ. 

თავდაცვის ყოფილ მინისტრის უფლებადაცველს დღეს "პირველებმა" ჰკითხა, თუ რა იგულისხმა ჯუანშერ ბურჭულაძემ, როდესაც სასამართლოზე თქვა, რომ მისთვის წაყენებული ბრალი მოტივირებულია „სულ სხვა რაღაცით“. 

დიმიტრი ხაჩიძის თქმით, ამაზე საუბრისგან "ჯერჯერობით თავს შეიკავებს".

დღეს იწურება ვადა აღკვეთის ღონისძიების გამოყენების გასაჩვრების. ჩვენ საღამოს შევიტანთ საჩივარს შესაბამის საგამოძიებო კოლეგიაში. შემდგომი პროცედურები - გრძელდება სამართლებრივი ბრძოლა. ბრალის წაყენება არ ემსახურება მართლმსაჯულების განხორიცელებას, მოტივები სხვა რა არის, რისთვის არის და კონკრეტულად რა იგულისხმება "სხვა რაღაცაში" ამაზე ჯერჯერობით თავს შევიკავებ", - განაცხადა უფლებადამცველმა 

მოელის თუ არა თავდაცვის ექს-მინისტრი ბრალის დამძიმებას და შეიძლება თუ არა ჯუანშერ ბურჭულაძს წინააღმდეგ გამოძიებამ სხვა საქმეებზეც დაიწყოს მოკვლევა? - დღეს ეს კითხვა "პირველებმა" მის ადვოკატს დაუსვა,

დიმიტრი ხაჩიძე ამბობს, რომ ეს საგამოძიებო უწყების გადასაწყვეტია და იქვე აღნიშნა, რომ ყოფილ მინისტრი "ყველა წვრილმან შესყიდვებში ვერ ჩაერეოდა".

ვერ გეტყვით რაზე შეიძლება დაიწყოს კიდევ გამოძიება, ეს მთლიანად საგამოძიებო უწყების გადასაწყვეტია, უბრალოდ ერთი რამეა აქ გასათვალისწინებელი, რომ მინისტრი ვერ ჩაერევა ყველა წვრილმან თუ დაბალ შესყიდვაში, ეს იქნება მაისური თუ  ნებისმიერი საყოფაცხვორებო რამ", - აცხადებს ადვოკატი. 

თავდაცვის ყოფილი მინისტრი 13 სექტემბერს სასამართლოს წინასწარ პატიმრობაში გაუშვა.

ჯუანშერ ბურჭულაძეს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 194-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და 332-ე მუხლის მეორე ნაწილით წარედგინა, რაც სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის მქონე პირის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებასა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციას გულისხმობს. აღნიშნული ქმედება სასჯელის სახედ და ზომად 9-დან 12- წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.