წაუყენებენ თუ არა ჯუანშერ ბურჭულაძეს დამატებით ბრალს? - რა მოლოდინები აქვთ ადვოკატებს
წაუყენებენ თუ არა დაკავებულ თავდაცვის ექს-ინისტრს დამატებით ბრალს და ჯუანშერ ბურჭულაძეს დამატებით ბრალს და დაიწყებს თუ არა პროკურატურა თავდაცვის სამინისტროში განხორციელებულ სხვა საეჭვო შესყიდვებთან დაკავშირებით გამოძიებას - ადვოკატი დიმიტრი ხაჩიძე ამბობს, რომ ეს საგამოძიებო უწყების გადასაწყვეტია, თუმცა იქვე ამატებს, რომ ჯუანშერ ბურჭულაძე "ყველა წვრილმან შესყიდვაშუ ვერ ჩაერეოდა".
ვერ გეტყვით რაზე შეიძლება დაიწყოს კიდევ გამოძიება, ეს მთლიანად საგამოძიებო უწყების გადასაწყვეტია, უბრალოდ ერთი რამეა აქ გასათვალისწინებელი, რომ მინისტრი ვერ ჩაერევა ყველა წვრილმან თუ დაბალ შესყიდვაში, ეს იქნება მაისური თუ ნებისმიერი საყოფაცხვორებო რამ", - აცხადებს ადვოკატი.
ბურჭულაძის მეორე ადვოკატი, მარიამ შათირიშვილი კი ამბობს, რომ "ამ ეტაპზე არ აქვთ საფუძველი იფიქრონ, რომ რაიმე კონკრეტული სხვა ბრალდება იყოს წამოყენებული".
შათირიშვილი საუბრობს ბურჭულაძისთვის ამჟამად წაყენებულ ბრალზე და აცახდებს, რომ "ჩნდება ეჭვი, რომ საქმე გვაქვს რაღაცა ტიპის დაინტერესებასთან". მისი თქმით, არსებობს ვერსიები. ადვოკატი არც პოლიტიკური დაინტერესებას გამორიცხავს.
ბუნებრივია, ჩნდება ეჭვი, რომ საქმე გვაქვს რაღაცა ტიპის დაინტერესებასთან. რა დაინტერესებაა ეს, ვისი დაინტერესებაა და როგორ, ამაზე მხოლოდ ვერსიები შეიძლება გვქონდეს, ჯერჯერობით, კონკრეტული საფუძლიანი ვერსია, რაზედაც ვისაუბრებთ, არ გაგვაჩნია. პოლიტიკურს რაც შეეხება, დანამდვილებით ვერ ვიტყვით ამაზე, ერთ-ერთ ვერსიად შეიძლება ესეც განიხილებოდეს. ამ ეტაპზე ჩვენ არ გვაქვს საფუძველი ვიფიქროთ, რომ რაიმე კონკრეტული სხვა ბრალდება იყოს წამოყენებული", - აცხადებს ადვოკატი.
თავდაცვის ყოფილი მინისტრი 13 სექტემბერს სასამართლოს წინასწარ პატიმრობაში გაუშვა.
ჯუანშერ ბურჭულაძეს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 194-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და 332-ე მუხლის მეორე ნაწილით წარედგინა, რაც სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის მქონე პირის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებასა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციას გულისხმობს. აღნიშნული ქმედება სასჯელის სახედ და ზომად 9-დან 12- წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.