ფიშერი: დიდ პროგრესს მივაღწიეთ საერთო ხედვისკენ, მოდით, დავიცვათ ეს და ერთად გავაგრძელოთ წინსვლა

15.09.25 12:31
ფიშერი: დიდ პროგრესს მივაღწიეთ საერთო ხედვისკენ, მოდით, დავიცვათ ეს და ერთად გავაგრძელოთ წინსვლა

საქართველოში გერმანიის ელჩი, პეტერ ფიშერი გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მიმართ განსაკუთრებული მადლიერებისა და მისადმი სოლიდარობის გამოსახატად საქართველოს სამოქალაქო და აკადემიური საზოგადოების პეტიციას ეხმაურება.

მისი თქმით, “პეტიციის ტექსტი აჩვენებს, თუ რამდენს მიაღწია გერმანიამ და საქართველომ ერთად ბოლო 30 წლის განმავლობაში.“

მადლიერი ვარ პეტიციით გამოვლენილი სიყვარულისა და მხარდაჭერისთვის. ტექსტი აჩვენებს, თუ რამდენს მივაღწიეთ გერმანიამ და საქართველომ ერთად ბოლო 30 წლის განმავლობაში. ძალიან დიდ პროგრესს მივაღწიეთ საერთო ხედვისკენ. მოდით, დავიცვათ ეს და ერთად გავაგრძელოთ წინსვლა“, - წერს ელჩი სოციალურ ქსელში.

შეგახსენებთ, საქართველოს სამოქალაქო და აკადემიური საზოგადოება პეტიციას ავრცელებს გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მიმართ განსაკუთრებული მადლიერებისა და ელჩ პეტერ ფიშერისადმი სოლიდარობის გამოსახატად.