რა თქვა კახა კალაძემ ელენე ხოშტარიაზე დაკავებაზე მანამ, სანამ ოპოზიციონერს დააკავებდნენ
კოალიცია "ცვლილებისთვის" ერთ-ერთი ლიდერის, ელენე ხოშტარიას დაკავებამდე "პირველების" ჟურნალისტმა კახა კალაძეს ჰკითხა, არის თუ არა მისი სურვილი და მოთხოვნა ოპოზიციონერი ლიდერის დაკავება მისი საარჩევნო ბანერის დაზიანების ფაქტზე.
"ქვეყანაში არსებობს კანონი და კანონს, კეთილი უნდა ინებოს, და ყველამ პატივი უნდა სცეს" - თქვა კალაძემ.
„ქვეყანაში არსებობს კანონი და კანონს, კეთილი უნდა ინებოს, და ყველამ პატივი უნდა სცეს.
პოლიტიკოსი ცოტა ხმამაღალი ნათქვამია [ელენე ხოშტარიასთან მიმართებით], მაგრამ კანონები არსებობს და ყველამ კეთილი უნდა ინებოს და მას დაემორჩილოს“, - განაცხადა კალაძემ.