შსს: მუხლი, რომლითაც ელენე ხოშტარია დავაკავეთ ხუთ წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს
შსს ელენე ხოშტარიას დაკავებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს - გელა გელაძის უწყება წერს, რომ ოპოზიციონერ ლიდერს 187-ე მუხლს ედავებიან, რაც ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.
მუხლი, რომლითაც ხოშტარია დააკავეს, ხუთ წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, ნივთის დაზიანების ბრალდებით 1979 წელს დაბადებული ელენე ხოშტარია დააკავეს.
გამოძიების მასალების მიხედვით ბრალდებულმა, მიმდინარე წლის 14 სექტემბერს, თბილისში, მელიქიშვილის გამზირზე, პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თბილისის მერობის კანდიდატის საარჩევნო ბანერები დააზიანა.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.
დანაშაული 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.