ჩვენი ყველას დაჭერა დაგვიანებულია, 4 ოქტომბერი გარდაუვალია - პაატა ბურჭულაძე

15.09.25 15:26
ჩვენი ყველას დაჭერა დაგვიანებულია, 4 ოქტომბერი გარდაუვალია - პაატა ბურჭულაძე

 "ოცნებისთვის" ლევანი ციხეშიც ძალიან საშიშია, - ამის შესახებ მსოფლიო ბანი პაატა ბურჭულაძე საუბრობს. მისი თქმით, ივანიშვილის ხელისუფლება ოპოზიციის ლიდერის დაკავებით ცდილობს 4 ოქტომბრის წინ საზოგადოებაში შიშის დათესვას, თუმცა უკვე გვიანია - ქვეყანა პროტესტისთვის მზად არის.

რაც უფრო ახლოვდება 4 ოქტომბერი, მით უფრო საშიშია მათთვის და გამოთვალეს რაღაცნაირად, რომ 3 კვირით ადრე კარგი იქნება თუ დავაკავებთ და არა ერთი კვირით ადრე. მე გეტყვით, ლევანი ციხეშიც ძალიან საშიშია მათთვის. ჩვენ გეგმა გვაქვს. ჩვენი დაჭერა ყველასი უკვე არის დაგვიანებული. ხალხმა უკვე ყველამ იცის, მთელმა საქართველომ იცის 4 ოქტომბერი. 4-ში ვიწყებთ, 4-ში ვამთავრეთ. 4-ში ან 5-ში დილით ლევანი და პოლიტპატიმრები, ყველანი იქნებია თავისუფალი, - ამბობს პაატა ბურჭულაძე.  

"რევოლუცია", "აჯანყდი", "თავისუფლება ხაბეს" - ამ შინაარსის საპროტესტო წარწერებით გადაივსო გუშინ ღამით თბილისის, რუსთავის და მარნეულის ქუჩები. 

უცნობი ადამიანები წარწერებში მშვიდობიანი დამხობის თარიღად 4 ოქტომბერს უთითებენ და ხალხს ქუჩაში აგმოსვლისკენ მოუწოდებენ. 

ფოტოებს სოციალურ ქსელში მარიამ დოლიძე აქვეყნებს. 

მსგავსი წარწერები გუშინ ბათუმი-თბილისის ცენტრალურ მაგისტრალზეც გაკეთდა.