რა ჩვენება მისცა სასამართლოზე პირმა, რომელიც მკვლელობის მომენტში ლევან ჯანგველაძესთან ერთად იმყოფებოდა

15.09.25 15:29
რა ჩვენება მისცა სასამართლოზე პირმა, რომელიც მკვლელობის მომენტში ლევან ჯანგველაძესთან ერთად იმყოფებოდა

რა ჩვენება მისცა სასამართლოზე პირმა, რომელიც მკვლელობის მომენტში ლევან ჯანგველაძესთან ერთად იმყოფებოდა - კახა ძანძავამ დღევანდელ პროცესზე, სადაც ბრალდების მხარემ გელა უძილაურის წინააღმდეგ მოწმეები მიიყვანა, თქვა, რომ მოკლული ბიზნესმენი და თავად პანაშვიდზე გია ჩადუნელმა მიიყვანა, რომელიც "კანონიერი ქურდის" ძმის მძღოლიც იყო დაცვის წევრიც.

ძანძავამ თქვა, რომ ლევან ჯანგველაძე პანაშვილზე დაცვის გარეშე, თუმცა რაციით ავიდა, რათა გია ჩადუნელს საჭიროების შემთვევაში ასე დაკავშირებოდა. 

„დამირეკა, ჩამოვდივარო, ყოფილა შემთხვევა, დაურეკავს მოვდივარო და არ ჩამოსულა... იმ დღეს ვურეკავდი, ტელეფონს არ პასუხობდა, სახლში წასულა, გამოუცვლია, მერე „ამბასადორში“ მოვიდა გია ჩადუნელთან ერთად და პანაშვიდზე წავედით. გია ჩადუნელი დაცვაც იყო და მძღოლიც. მანქანა, რითაც გადაადგილდებოდა, ლევანის იყო.

საჭესთან ჩადუნელი იჯდა, უკან ვიჯექი მე, ლევანი - ჩადუნელის გვერდით. როცა მივედით[ჭავჭავაძეზე], გია ჩადუნელს უთხრა, მანქანაში იყავიო, რაცია გამოართვა და პანაშვიდზე ავედით. რაცია ჭირდებოდა, რომ შეხმიანებოდა.

მისამართი ზუსტად არ ვიცოდით, გზაში ორ ადამიანს ჰკითხა.

სამძიმარზე ლიფტით ავედით, იქ გარდაცვლილის ცოლი, შვილი და ნათესავები იყვნენ. დაახლოებით, 40 წუთი ისაუბრეს, ლიფტით ჩამოვედით.

გარეთ გამოვედით, რამდენიმე მეტრი წავედით, ზუსტად არ მახსოვს, მანქანა დაახლოებით, 40 მეტრში ეყენა. ვიღაც კაცი იდგა, ერთხელ მოვტრიალდი, სიარული ისევ გავაგრძელეთ და სროლაც დაიწყო. წავიქეცი, ლევანიც წაიქცა სროლის მერე და დამეცა, ინსტინქტურად გავიქეცი“, - განაცხადა ძაძამიამ. (ipn)

კითხვაზე: სახეზე თუ ახსოვს გელა უძილაური, მოწმემ განაცხადა, რომ არა.

„არა, იმ მომენტში ამის აზრი არ გაქვს. იმ დროს თავის გადარჩენაზე ფიქრობ... კაცი რომ იდგა, ვნახე, ჩემს მერე ლევანი მოტრიალდა, მაგრამ წამებში მოხდა ყველაფერი“, - განაცხადა ძანძავამ.

 კახა ძანძავამ სასამართლოს შენობა ჟურნალისტებთან კომენტარის გარეშე, თანმხლები პირის დახმარებით დატოვა. კითხვების დასმისას, მან „ტვ პირველის“ ჟურნალისტს მობილური ტელეფონი წაართვა და ძირს დააგდო.

ძანძავას გარდა დღეს სახელმწიფო ბრალდებას კიდევ 10 მოწმე ჰყავს მოყვანილი. ამ წუთებში, ჩვენებას აძლევენ ის ტაქსის მძღოლები, რომლებიც გელა უძილაურს მკვლელობის დღეს, 14 მარტს გადაადგილებდნენ. პირველმა ტაქსის მძღოლმა ისაუბრა გარემოებაზე, როცა უძილაური მივიდა უნივერსიტეტის ქუჩაზე, სადაც სავარაუდოდ, მან ტანსაცმელი და იარაღი აიღო, როემლიც ადგილზე იყო დატოვებული. ეს ინფორმაცია და კამერის ჩანაწერები "შაბათის ეთერმა" ჯერ კიდევ რამდენიმე თვის წინ მოიპოვა. 

ტაქსის მეორე მძღოლმა კი მკვლელობაში ბრალდებული მოსეშვილის ქუჩიდან მრგვალ ბარამდე მიიყვანა. კდიევ რამდენიმე მოწმეა დარჩენილი, გამომძიებლები, რომლემაც სხვადასხვა საგამოძიებო მოქმედება ჩაატარეს. 

  • ე.წ. კანონიერი ქურდის ძმა, ლევან ჯანგველაძე ჭავჭავაძის გამზირზე 14 მარტს ჩაცხრილეს. მომხდარზე პოლიციამ 17 მარტს გელა უძილაური დააკავა.

ასევე დანაშაულის იარაღის უკანონო გასაღების ბრალდებით დაკავებულია სანდრო წივწივაძე. 

ჯანგველაძის მკვლელობის საქმეზე 12 აგვისტოს შსს-მ 3 პირი დააკავა - გიორგი მიქაძე, გიორგი კაჭკაჭიშვილი და მამუკა ბაღდავაძე. მათთან ერთად დაუწრებლად წარეგინათ ბრალი დავით მიქაძეს და გიორგი ჯოხაძეს. ძმები მიქაძეები ოთარ ფარცხალაძის გარემოცვის წევრები არიან. ყოფილი გენპროკურორის სახელმა და გვარმა არაერთხელ გაიჟღერა "კანონიერიქ ქურდის" ძის მკვლელობის საქმეში. 

  • პროკურატურამ ძმებ მიქაძეებს და გიორგი ჯოხაძეს ბრალდება შეკვეთით და ანგარებით განზრახ მკვლელობის ორგანიზებისთვის წარუდგინა;
  • გიორგი კაჭკაჭიშვილს ბრალდება წარედგინა ჯგუფურად ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინაღმდეგოდ შეძენა, შენახვისთვის;
  • მამუკა ბაღდავაძეს ბრალდება წარედგინა სისხლის სამართლის კოდექსის 375-ე მუხლის მე-3 ნაწილით და 370-ე მუხლის მე-3 ნაწილით – განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის დაფარვა და მართლმსაჯულებისათვის ხელის შეშლის მიზნით ცრუ ინფორმაციის მიწოდება.
  • უწყება ამბობს, რომ ბრალდებულ გ. ჯ.-ზე და დ. მ.-ზე გამოცხადდება ძებნა.

 მოსამართლე ლელა მარიდაშვილმა დაკავებულები - გიორგი მიქაძე, გიორგი კაჭკაჭიშვილი და მამუკა ბაღდავაძე წინასწარ პატიმრობაში გაუშვა.

მსგავსი სიახლეები