სანიკიძე: 4 ოქტომბერი არ არის რომელიმე პარტიის საკუთრება, ეს არის სახალხო პროცესი
„4 ოქტომბერი არ არის რომელიმე პარტიის საკუთრება, ეს არის სახალხო პროცესი,“ - აცხადებს „ნაციონალური მოძრაობის“ სპიკერი ლევან სანიკიძე. მისი თქმით, ამ დღეს ასობით ათასი მოქალაქე ხელისუფლებას კონკრეტულ ულტიმატუმს წაუყენებს.
4 ოქტომბერი არ არის რომელიმე ოპოზიციური პარტიის საკუთრება, მათ შორის არც "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის". 4 ოქტომბერი არის სახალხო პროცესი. რამდენიც არ უნდა ეცადოს ივანიშვილი, რომ ეს რაღაც ერთ პარტიას მიაკუთვნოს, ასე არ არის. ეს არის სახალხო პროცესი, სადაც ხალხი ჩართულია, საქართველოს ასობით ათასი მოქალაქე, რომელსაც ექნება კონკრეტული ულტიმატუმი, რაც გულისხმობს ხელისუფლებიდან "ქართული ოცნების" ჩამოშორებას. როგორ და რანაირად მოხდება, ამას ქართველი ხალხი 4 ოქტომბერს დარწმუნებული ვარ, საკუთარი თვალით იხილავს და იქნება თანამონაწილე, - ამბობს ლევან სანიკიძე.
"რევოლუცია", "აჯანყდი", "თავისუფლება ხაბეს" - ამ შინაარსის საპროტესტო წარწერებით გადაივსო გუშინ ღამით თბილისის, რუსთავის და მარნეულის ქუჩები.
უცნობი ადამიანები წარწერებში მშვიდობიანი დამხობის თარიღად 4 ოქტომბერს უთითებენ და ხალხს ქუჩაში აგმოსვლისკენ მოუწოდებენ.
ფოტოებს სოციალურ ქსელში მარიამ დოლიძე აქვეყნებს.
მსგავსი წარწერები გუშინ ბათუმი-თბილისის ცენტრალურ მაგისტრალზეც გაკეთდა.