ელენე ხოშტარიას დაკავება - კოალიცია „ცვლილებებისთვის“ საგანგებო განცხადება

15.09.25 15:59
ელენე ხოშტარიას დაკავება - კოალიცია „ცვლილებებისთვის“ საგანგებო განცხადება

ელენე ხოშტარიას დაკავება - კოალიცია „ცვლილებებისთვის“ საგანგებო განცხადება აკეთებს და მისთვის წაყენებულ ბრალს აბსურდულს უწოდებს. 

გიგა ლემონჯავას თქმით,  იმ შემთხვევაში, თუ ოპოზიციონერი ლიდერების დაკავება გაგრძელდება, ბრძოლა რეჟიმის წინააღმდეგ მაინც არ შეწყდება. 

შეთითხნილი, გამოგონილი, უსამართლო ბრალდებით, კოალიცია “ცვლილებებისთვის“ ლიდერი, ელენე ხოშტარია დააკავეს. ის იმიტომ დააკავეს, რომ მნიშვნელოვანი ადამიანია საერთო სახალხო წინააღდმეგობაში, ამ ქვეყნის გარუსების წინააღმდეგ ბიძინა ივანიშვილის ბოროტი, რუსული, მჩაგვრელი რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლაში. სამართლებრივ დეტალებში შესვლა არ ღირს, იმდენად სულელური და აბსურდულია ეს ბრალდება, მარკერით წარწერის გაკეთება ბანდიტი კალაძის საარჩევნო ბანერზე. ჩვენს ოფისზე არის არაერთი ისეთი წარწერა, რომელიც არ იშლება და ეს არის ჩვენი ცხოვრების ყოველდღიურობა. არასოდეს არცერთი ადამიანი შსს-ს არ დაუკავებია. სამაგიეროდ, დღეს დააკავეს ერთ-ერთი გამორჩეული პოლიტიკური ლიდერი -ელენე ხოშტარია. ივანიშვილმა უნდა იცოდეს, რომ ვინც არ უნდა დააკავოს, ჯერ ერთი ჩვენთვის ახალი არ არის პოლიტიკური ლიდერების დაკავება და ოთხიდან 4 ლიდერი კოალიციიდან გვიზის ციხეში, ბრძოლა არ შეწყდება, დააკავებთ ერთს, ბრძოლის დროშას აიღებს მეორე, დააკავებთ მეორეს, დროშას აიღებს მესამე. ეს არ არის პარტიული ბრძოლა, ეს არის ქართველი ხალხის საერთო სახალხო ბრძოლა, საქართველოს გარუსების წინააღმდეგ, ამ ბრძოლას აქვს ერთადერთი დასასრული - ეს არის ბიძინა ივანიშვილის ჩამოშლა, მისი რეჟიმის დამხობა და დასრულება და ქართველი ხალხის გამარჯვება. ამიტომ, მათ შეუძლიათ გააკეთონ ის, რაც სურთ, ჩვენ კი გავაკეთებთ ყველაფერს, ამ რეჟიმის უსწრაფესად დასრულებისთვის და ვერავითარი დაკავებები ამაში ხელს ვერ შეგვიშლის,- განაცხადა გიგა ლემონჯავამ.

„კოალიცია ცვლილებებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერი ელენე ხოშტარია დააკავეს. სამართალდამცავებმა ხოშტარია მის სახლთან აიყვანეს.

  • კოალიცია "ცვლილებისთვის" ლიდერის, ელენე ხოშტარიას კალაძის საარჩევნო ბანერების დაზიანებას ედავებიან. მის მიმართ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით არის დაწყებული. 
  • შსს-ს ცნობით, ექსპერტიზის საფუძველზე დადგინდება ზარალის ზუსტი ოდენობა და აღნიშნულ ქმედებას შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება მოჰყვება.