ივანიშვილის რეჟიმმა ყველა ზღვარი გადაკვეთა, EU-მ უნდა იმოქმედოს! სანქციები ახლავე გვჭირდება - იუკნევიჩიენე ხოშტარიას დაკავებაზე

15.09.25 16:37
ივანიშვილის რეჟიმმა ყველა ზღვარი გადაკვეთა, EU-მ უნდა იმოქმედოს! სანქციები ახლავე გვჭირდება - იუკნევიჩიენე ხოშტარიას დაკავებაზე

ივანიშვილის რეჟიმმა ყველა ზღვარი გადაკვეთა - ასე ეხმაურება ევროპარლამენტარი რასა იუკნევიჩიენე სოციალურ ქსელში ელენე ხოშტარიას დაკავებას. 

ევროპარლამენტარი ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებს მოქმედებისკენ მოუწოდებს.

სანქციები ახლავე გვჭირდება - წერს რასა იუკნევიჩიენე.

ოპოზიციური პარტია „დროას“ ლიდერი, ელენე ხოშტარია, მმართველმა საქართველოს რეჟიმმა ახლახან დააკავა. ის ერთ-ერთი იყო იმ მცირერიცხოვანთაგან, ვინც თავისუფლებაში დარჩა.

ივანიშვილის რეჟიმმა ყველა ზღვარი გადაკვეთა.

ევროკავშირის წევრმა სახელმწიფოებმა უნდა იმოქმედონ, სანქციები ახლავე გვჭირდება!"- წერს იუკნევიჩიენე.

მუხლი, რომლითაც ელენე ხოშტარია დააკავეს, ხუთ წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

შსს-მ კახა კალაძის ბანერის დაზიანების გამო, ოპოზიციონერ ლიდერის მიმართ გამოძიება 187-ე მუხლით დაიწყო.