ნაძალადევს ე.წ. ხელისუფლებამ, პირდაპირი მნიშვნელობით, განათლების გენოციდი მოუწყო- ნიკა ჩერქეზიშვილი
კოალიცია “ძლიერი საქართველოს“ ლიდერებმა ნაძალადევში, მე-10 სკოლის შენობსი წინ საგანგებო ბრიფინგი გამართეს და სკოლებში არსებული მდგომარეობა გააპროტესტეს.
როგორც ნიკა ჩერქეზიშვილმა განაცხადა, ის, რაც ნაძალადევის სკოლებში ხდება, ე.წ. ხელისუფლების პირდაპირი პასუხისმგებლობაა და ამის გამო, მათ არჩევნებზე არავინ ხმა არ უნდა მისცეს.
ნაძალადევში მე-10 საჯარო სკოლის წინ, ამ უბანს ე.წ. ხელისუფლებამ პირდაპირი მნიშვნელობით მოუწყო განათლების გენოციდი. 4-5 წლის განმავლობაში შეწყვეტილია სასწავლო პროცესი არაერთ სკოლაში, ეს სკოლებია: მე-10 საჯარო სკოლა, 111-ე სკოლა, მე-11, მე-4 და მე-14 საჯარო სკოლები, სადაც მოსწავლეები ვერ მიდიან და ხარისხიან განათლებას ვერ იღებენ. ისინი სწავლობენ შეზღუდული საგაკვეთილო დროით, მეორე და მესამე ცვლაში, რის გამოც ვერ დადიან სხვადასხვა წრეებზე და ფაქტობრივად, მთელ თავისუფალ დროს ბავშვები ახმარენ ტრანსპორტირებას ერთი ადგილიდან მეორემდე. ამაზე პასუხისმგებელია ხელისუფლება და ეს პასუხისმგებლობა უნდა აიღოს “ოცნებამ“. პასუხისმგებლობა კონკრეტულად ნაძალადევის შემთხვევაში შესაძლოა იყოს ერთადერთი, ვერცერთი ხმა, ასეთი დამოკიდებულებისთვის „ოცნებამ“ ვერ უნდა წაიღოს, - განაცხადა ჩერქეზიშვილმა.