ქართული ოპოზიციის ჩაგვრა ახლავე უნდა შეწყდეს - ბულაი ხოშტარიას დაკავებაზე
PACE-ის დელეგაციის ხელმძღვანელი, იულიან ბულაი ოპოზიციონერი ლიდერის, ელენე ხოშტარიას დაკავებას სოციალურ ქსელში ეხმაურება:
სოლიდარობა ელენა ხოშტარიას. ქართული ოპოზიციის ჩაგვრა ახლავე უნდა შეწყდეს", - წერს ბულაი.
მუხლი, რომლითაც ელენე ხოშტარია დააკავეს, ხუთ წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.
შსს-მ კახა კალაძის ბანერის დაზიანების გამო, ოპოზიციონერ ლიდერის მიმართ გამოძიება 187-ე მუხლით დაიწყო.