4 ოქტომბერი იქნება საქართველოს გამარჯვების დღე! - გიორგი ვაშაძის წერილი ციხიდან

15.09.25 17:23
4 ოქტომბერი იქნება საქართველოს გამარჯვების დღე! - გიორგი ვაშაძის წერილი ციხიდან

"სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი გიორგი ვაშაძე ციხიდან "პირველებს" წერილს უგზავნის, სადაც 4 ოქტომბრის აქციის მნიშვნელობაზე საუბრობს. პოლიტიკოსის თქმით, ლევან ხაბეიშვილმა შეძლო, ხალხი გამარჯვებაში დაეწრმუნებინა და სწორედ ამიტომ დაატყვევა ის "ოცნებამ". 

ვაშაძე მოუწოდებს საზოგადოებას, პარტიული დაყოფის გარეშე ერთიანი ძალით გამოვიდეს ქუჩაში და აღნიშნავს, რომ ივანიშვილის მთავარი შიში ათიათასობით ადამიანის მობილიზებაა.

ლევან ხაბეიშვილი არის ის ადამიანი, ვინც ხალხი დაარწმუნა საკუთარ ძალასა და გამარჯვებაში. სწორედ ამის შეეშინდა რეჟიმს და ამიტომაც დაატყვევეს ის. დღეს ივანიშვილის ყველაზე დიდი შიში არის ათიათასობით ადამიანი ქუჩაში. ეს არის ის ძალა, რომელსაც ვერაფერი გაუძლებს. ამ ბრძოლაში აღარ აქვს მნიშვნელობა პარტიებს – ყველა ვემსახურებით და წარმოვადგენთ საქართველოს! ჩემი სრული მხარდაჭერა ბატონ პაატა ბურჭულაძეს – მოუსმინეთ მას და დაუდექით გვერდით! ასევე, ჩემი მხარდაჭერა მურთაზ ზოდელავას! დროა, ვირწმუნოთ საკუთარი თავის და ვირწმუნოთ ჩვენი ხალხის გამარჯვება! 4 ოქტომბერი იქნება საქართველოს გამარჯვების დღე!, - წერს გიორგი ვაშაძე.