კალაძე ამტკიცებს, რომ ელენე ხოშტარიას დაკავებაზე შსს-თვის მათ არ მიუმართავთ
კახა კალაძე ამტკიცებს, რომ ელენე ხოშტარიას დაკავებაზე შსს-თვის მათ არ მიუმართავთ.
რა მიმართვა, რის მიმართვაზე მელაპარაკებით, - უთხრა მან „პირველების“ ჟურნალისტს.
მისი თქმით, არსებობს კონკრეტული კადრები, სადაც ჩანს კანონდარღვევა და სწორედ, ამას მოჰყვა რეაგირება.
ჩვენ არავისთვის მიგვიმართავს, არის კონკრეტული კადრები, არის კანონდარღვევა და ამას მოჰყვება რეაგირება, ყველას შემთხვევაში.
როცა კანონს არღვევ, თან მიზანმიმართულად, იცი, რომ საერთოდ არავის ახსოვხარ, არავის აინტერესებ, როგორც პოლიტიკოსი, შესაბამისად, ცდილობენ, ასეთი სისულელეებით, პერფორმანსებით შეახსენონ თავი საზოგადოებას. კანონი განსჯის ყველაფერს და კანონის მიხედვით ხდება, შესაბამისი რეაგირება,- განაცხადა მან.
მისივე თქმით, არანაირი არსებითი მნიშვნელობა არ აქვს, ვინ სად და რას მიმართა, არის ფაქტი, რომელიც კანონდარღვევაა და მოჰყვება შესაბამისი რეაგირება.