კობახიძის შემდეგ კალაძეც ამტკიცებს, რომ ეუთო/ოდირი საქართველოში ოპოზიციის კრიტიკის გამო არ ჩამოვიდა
ირაკლი კობახიძის შემდეგ უკვე კახა კალაძეც ამტიცებს, რომ ეუთო/ოდირი საქართველოში ოპოზიციის კრიტიკის გამო არ ჩამოდის. დედაქალაქის მერი ირწმუნება, რომ საერთაოშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციამ არჩევნებზე დაკვირვებაზე უარი მხოლოდ იმიტომ განაცხადა, რომ გასული საპარლამეტო არჩევნების გამოცდილება უარყოფითად ახსოვს.
იმხელა ზეწოლის, იმხელა ბულინგის, იმხელა შეურაცხყოფის ქვეშ აღმოჩნდა ეუთო/ოდირი საპარლამენტო არჩევნებზე, არანაირი სურვილი არ აქვთ. მე ალბათ, მგონია, რომ შემდეგ საპარლამენტო არცევნებშიც არ მიიღებენ მონაწილეობას. იმდენი შეურაცხყოფა მიიღეს, იმდენი ცილისწამება, იმდენი ბულინგი. აქაური აგენტურა არაფერი არ არის. გაიხსენეთ, გარედან ევროპარლამენტარები, ზოგიერთი ქვეყნის მაღალი თანამდებობის გაქსუებული ჩინოვნიკი რა განცხადებებს აკეთებდა ეუთო/ოდირის დასკვნასთან დაკავშირებით. ტყუილი, სიბინძურე, მუქარა, ცილისწამებები და რა თქმა უნდა, იმ ადამიანებს არ აქვთ სურვილი, - ამბობს კალაძე.
ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისი (ODIHR) აცხადებს, რომ საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილება, ადგილობრივ არჩევნებზე დამკვირვებლების მოწვევა 4 ოქტომბრამდე, ანუ ერთი თვეზე ნაკლებ დროში, სანდო და ეფექტიანი მონიტორინგის შესაძლებლობას ზღუდავს.
გუშინ "ოცნების" პრემიერმა განაცხდაა, თითქოსდა ეუთო/ოდირის მისიის საქართველოში ჩამოსვლის პრობლემები ოპოზიციის კრიტიკამ გამოიწვია. "ოცნება" პასუხისმგებლობას რადიკალურ ოპოზიციას და მათ „უცხოელ პარტნიორებს“ აკისრებს, რომლებსაც, მისი მტკიცებით, სადამკვირვებლო მისიას შეურაცხმყოფელი ტერმინებით მოიხსენიებდნენ.