კიდევ ერთი უტიფარი მაგალითი ორმაგი სტანდარტის რეჟიმის მხრიდან - ბოკერია ხოშტარიას დაკავებაზე

15.09.25 17:55
კიდევ ერთი უტიფარი მაგალითი ორმაგი სტანდარტის რეჟიმის მხრიდან - ბოკერია ხოშტარიას დაკავებაზე

პარტია „ფედერალისტების“ თავმჯდომარე, გიგა ბოკერია  „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერის ელენე ხოშტარიას დაკავებას ეხმაურება და  “რეჟიმის მხრიდან კიდევ ერთ უტიფარ მაგალითს უწოდებს“.

მისი თქმით, “წლების განმავლობაში ივანიშვილის რეჟიმი, პირდაპირ თუ ირიბად, აორგანიზებდა ძალადობრივ თავდასხმებს და ამისთვის არავინ ისჯებოდა“.

წლების განმავლობაში ივანიშვილის რეჟიმი, პირდაპირ თუ ირიბად, აორგანიზებდა არა მხოლოდ სიმბოლურ პროტესტს და დაზიანებას ოპონენტების ბანერების თუ ოფისების გარე სახეს, არამედ ძალადობრივ თავდასხმებს და ამისთვის არავინ ისჯებოდა, უამრავი მასალაა ამის თაობაზე, ჰა-ჰა, ადმინისტრაციულად დაესაჯათ ვინმე და ეს იყო სტანდარტი. მეგის დიასამიძის შემთხვევაში, რადგან მათ წინააღმდეგ იყო მიმართული, აიყვანეს სისხლის სამართლებრივ დევნაში, ელენე ხოშტარიას შემთხვევაშიც იგივეს აკეთებენ. კიდევ ერთი უტიფარი მაგალითი ორმაგი სტანდარტის, ამ არალეგიტიმური, ანტიკონსტიტუციური რეჟიმის მხრიდან, - განაცხადა ბოკერიამ.

ცოტა ხნის წინ ელენე ხოშტარია დააკავეს. პოლიტიკოს ხუთ წლამდე პატიმრობა ემუქრება.

შსს-მ კახა კალაძის ბანერის დაზიანების გამო, ოპოზიციონერ ლიდერის მიმართ გამოძიება 187-ე მუხლით დაიწყო.