ბიუჯეტიდან დახარჯული დიდი ფული და ჩავარდნილი პროექტები - ოპოზიცია კალაძეს კორუფციულ სქემებში ამხელს
ბიუჯეტიდან დახარჯული დიდი ფული და ჩავარდნილი პროექტები - ოპოზიცია კახა კალაძეს სავარაუდო კორუფციულ სქემებში ამხელს. მათი განცხადებით, დედაქალაქში დაგროვდა ბევრი პროექტი, რომელსაც ჯერ დასრულებულად აცხადებენ, შემდეგ კი თავიდან, მეორედ, ზოგჯერ კი მესამედაც აკეთებენ.
ოპოზიციის წარმომადგენლები ვაკეში გახსნილ ახალ გზას იხსენებენ, რომლის რეაბილიტაციაც 24 მილიონი დაჯდა და მეორე დღესვე გაფუჭდა. ასევე ავლაბრის მეტროს, რომელიც 28 თვის განმავლობაში რემონტდებოდა, მის რეაბილიტაციაზე 4 მილიონზე მეტი დაიხარჯა, ახლა კი დაიტბორა და თავიდან არის გასაკეთებელი.
კოალიცია "ცლილებისთვის" წევრის, ბესიკ დონაძის განცხადებით, კახა კალაძე ქალაქზე ზრუნვის ნაცვლად, საკუთარი ჯიბის გასქელებაზე და პარტიის ფინანსებზე ზრუნავს.
მის მიერ განხორციელებულ პროექტებს - პირველი ის, რომ აძლევს ისეთ კომპანიებს ტენდერებს, რომელი კოკომპანიებიც არიან მათთან დაკავშირებულები, მუდმივად აქვს პროობლემა ვადებთან დაკავშირებით, ანუ ერთ-ერთი პროექტი მის ვადაში ვერ დაასრულა და მესამე - ასევე ძალიან მნიშვნელოვანი, ეს არის ხარისხი - თუ რა ხარისხით გაკეთდა.
ორ-ორჯერ უბრუნდება პროექტებს, ანუ მაგალითად ავლაბრის მეტროს, ჯერ 2 წლის დაგვიანებით გააკეთა, ანუ რომ დაიწყო და უნდა დაემთავრებინა, 2 წლის შემდეგ დაასრულა. დაასრულა და ახლა წყალი ჩამოდის, ხელმეორედ უნდა მიუბრუნდეს, რომ გააკეთოს და გამოასწოროს.
ძვირი გვიჯდება მის მიერ დაწყებული პროექტები. არასდროს იმ თანხაში არ დასრულებულა, რა თანხაც იყო თავიდან გაწერილი. საწყისი არის, როდესაც ქალაქზე ზრუნვის ნაცვლად, ზრუნავ საკუთარი ჯიბის გასქელებაზე და პარტიის ფინანსებზე," - განაცხადა ბესიკ დონაძემ.