ევროპარლამენტარი ხოშტარიას დაკავებაზე: სასამართლო სისტემის აშკარა ბოროტად გამოყენება ოპოზიციის გასაჩუმებლად
„ქართული ოცნების“ მთავრობის ეს არაპროპორციული რეაგირება გამოხატვის თავისუფლებაზე პირდაპირი თავდასხმა და ევროკავშირის გზიდან გადახვევის საგანგაშო ნაბიჯია”, - ასე ეხმაურება ევროპარლამენტარი, დან ბარნა “კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერის ელენე ხოშტარიას დაკავებას.
მისივე თქმით, “ხოშტარიას დაკავება არის სასამართლო სისტემის აშკარა ბოროტად გამოყენება ოპოზიციის გასაჩუმებლად.“
„საგანგაშო ამბავი საქართველოდან. ვგმობ ელენე ხოშტარიას, ჩვენი ALDE-ს წევრი პარტიის, “დროას” მამაცი ლიდერის დაკავებას. მისი დანაშაული? პოლიტიკური პროტესტის აქტი სტუდენტ აქტივისტთან სოლიდარობის ნიშნად. ეს არის სასამართლო სისტემის აშკარა ბოროტად გამოყენება ოპოზიციის გასაჩუმებლად.
მოდით, ნათლად ვთქვათ: ელენემ დაწერა სავარაუდოდ ისედაც უკანონო საარჩევნო ბანერზე - ქმედება, რომლისთვისაც აქამდე არავის წაუყენებია სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა. „ქართული ოცნების“ მთავრობის ეს არაპროპორციული რეაგირება გამოხატვის თავისუფლებაზე პირდაპირი თავდასხმა და ევროკავშირის გზიდან გადახვევის საგანგაშო ნაბიჯია”, - წერს ევროპარლამენტარი.