ვის ბრალდება ეუთო/ოდირის არ ჩამოსვლა? - "ოცნება" ახალ ვერსიას ავითარებს
ირაკლი კობახიძე ამტკიცებს, რომ ეუთო/ოდირის სადამკვირვებლო მისიამ "ოცნების" მოწვევაზე უარი ბულინგის გამო თქვა. "ქართული ოცნების" საერთაშორისო იზოლაციაში მოქცევას და არაღაირებას კობახიძე პრობლემად არ მიიჩნევს, ახლა ის ხალხს არწმუნებს, რომ საეთაშორისო ორგანიზაციას კრიტიკის შეეშინდა და ამიტომ უთხრა უარი კობახიძეს არჩევნების დაკვირვებაზე.
ეს "ოცნების" ვერსიაა, არადა რეალური მიზეზები იმ პრობლემებში იმალება, რომელიც თავად შექმნეს ქვეყანაში. ეუთო მოუმზადებლად ვერ დააკვირდება არჩევნებს იქ, სადაც ადამიანის უფლებები იზღუდება და დემოკრატია თვალსა და ხელს შუა ნადგურდება.
ოპოზიციაა ფიქრობს, რომ "ოცნებაში" ყველაფერი წინასწარ ჰქონდათ მოფიქრებული. ივანიშვილის გუნდში ახლაც კარგად იციან, რომ თუ ეუთოს დროულად მიმართავდნენ, ქვეყანაში მისიის გამოგზავნა პრობლემა არ იქნებოდა. ასე არ მოხდა. "ოცნებაში" ლამის საკუთარი პირით აღიარებდნენ, რომ ქვეყანაში მიუკერძოებელი დამკვირვებლების ჩამოყვანა არ აწყობდათ.