კობახიძე არ პასუხობს კითხვას დააკავებენ თუ არა ღარიბაშვილს
"ქართული ოცნების" პრემიერმინისტრი, ირაკლი კობახიძე "სპეკულაციას" უწოდებს და არ პასუხობს კითხვას დააკავებენ თუ არა მის წინამორბედს, ირაკლი ღარიბაშვილს.
ჟურნალისტის შეკითხვაზე მივა თუ არა გამოძიება ღარიბაშვილამდე, რადგან გავრცელებული ცნობით, ჯუანშერ ბურჭულაძეს კითხვები სწორედ ექს პრემიერზე დაუსვეს, კობახიძემ განაცხადა:
ეს არის ჩემთვის სპეკულაციური კითხვა, ამიტომ არ ვთვლი თავს ვალდებულად ამ კითხვას ვუპასუხო," - განაცხადა მან.
კობახიძის განცხადებით მას ღარიბაშვილთან რამდენიმეჯერ სატელეფონო კომუნიკაცია ჰქონდა.
კობახიძე: მქონდა რამდენჯერმე სატელეფონო კომუნიკაცია, სხვადასხვა თემასთან დაკავშრებით. კონკრეტული თემები იყო. ჩვენ პირად... კი [მეგობრული ურთიერთობა მაქვს ღარიბაშვილთან].
ჟურნალისტი: შეიძლება თუ არა ირაკლი ღარიბაშვილი ვიხილოთ განსასჯელის სკამზე?
კობახიძე: არ არის ეს სწორად დასმული შეკითხვა. დასვით სწორად კითხვა და გიპასუხებთ...
სხვაზე არავიზე, რა გვარიც არ უნდა მითხრათ, გარდა ჯუანშერ ბურჭულაძისა, არ ვპასუხობ.