რატომ დუმდა გამოძიება ჯუანშერ ბურჭულაძის შესაძლო კორუფციაზე - კობახიძის მინიშნება

15.09.25 20:08
რატომ დუმდა გამოძიება ჯუანშერ ბურჭულაძის შესაძლო კორუფციაზე - კობახიძის მინიშნება

 

 

კობახიძის ინტრიგა ირაკლი ღარიბაშვილის გარემოცვის წინააღმდეგ - “ქართული ოცნების” პრემიერმა დღეს ბურჭულაძის დაკავების შესახებ ისაუბრა და შეეცადა აეხსნა, რატომ მოხდა თავდაცვის ყოფილი მინისტრის დაკავება ახლა. 

უფრო კონკრეტულად:

დღეს, "პირველებმა" ირაკლი კობახიძეს ჰკითხა: თუ ჯუანშერ ბურჭულაძე აღარ იკავებს 2 წელია თანამდებობას და თუ "ქართულ ოცნებაში" სავარაუდო კორუფციულ გარიგებებთან დაკავშირებით ჰქონდათ ინფორმაცია, ამ დრომდე რატომ არ დაინტერესდა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ჯუანშერ ბურჭულაძის საქმით და რატომ მაინც და მაინც ახლა. 

კობახიძემ განაცხადა - "მიზეზი იყო საკადრო" თუმცა ამ მინიშნების შემდეგ არ განუმარტავს იყო თუ არა ის პირი სუსი-ს ექს შეფი გრიგოლ ლილუაშვილი, ვინც ჯუანშერ ბურჭულაძეს შესაძლოა, მფარველობდა.

მისი თქმით, კონკრეტული კადრების პირობებში სისხლის სამართლის საქმეების გამოძიება გააქტიურდა. 

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა, როდესაც დაადგინა კონკრეტული გარემოებები, მაშინვე მიიტანა საქმე პროკურატურამდე. შეიძლება საკადრო მხარე იყო ამის მიზეზი. კონკრეტული კადრების პირობებში გააქტიურდა კონკრეტული სისხლის სამართლის საქმეების გამოძიება," - განაცხადა კობახიძემ.