EPP: ხაბეიშვილის აბსურდული ბრალდებებით დაპატიმრება ივანიშვილის მიერ ძალაუფლების რეპრესიების გზით მიტაცების კიდევ ერთი ნიშანია
"ერთიანი - ნაციონალური მოძრაობის პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილის აბსურდული ბრალდებებით დაპატიმრება ივანიშვილის მიერ ძალაუფლების რეპრესიების გზით მიტაცების კიდევ ერთი ნიშანია," - ამის შესახებ ევროპის სახალხო პარტია სოციალურ ქსელ X-ში წერს და "ნაციონალური მოძრაობის" პოლიტსაბჭოს თავმჯდომარის, ლევან ხაბეიშვილის დაკავებას ეხმაურება.
მათი განცხადებით, "საქართველო რუსული სტილის დიქტატურისკენ მიექანება".
ერთიანი ნაციონალური მოძრაობის პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილის აბსურდული ბრალდებებით დაპატიმრება ივანიშვილის მიერ ძალაუფლების რეპრესიების გზით მიტაცების კიდევ ერთი ნიშანია. პროდასავლური ძალების პოლიტიკური ლანდშაფტიდან ამოძირკვით საქართველო რუსული სტილის დიქტატურისკენ მიექანება.
ჩვენ სოლიდარობას ვუცხადებთ ერთიან ნაციონალურ მოძრაობას და ქართველ ხალხს მათი თავისუფალი და ევროპული მომავლისთვის ბრძოლაში," - წერია განცხადებაში.