"ოცნებას" ჰქონდა ყოველთვის მარტივი ამოცანა, ყოველთვის ხელი შეეწყო რადიკალიზაციისთვის" - ლევან გოგიჩაიშვილი
"ოცნებას" ჰქონდა ყოველთვის მარტივი ამოცანა, ყოველთვის ხელი შეეწყო რადიკალიზაციისთვის" - ამის შესახებ პარტია "გახარია საქართველოსთვის" ერთ-ერთმა ლიდერმა, ლევან გოგიჩაიშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, ის სიტუაციის გამწვავებისთვის ყოველთვის "ნაციონალურ მოძრაობას" იყენებდა. ლევან გოგიჩაიშვილმა აღნიშნა, რომ "ქართულ ოცნების" ამოცანა შემდეგში მდგომარეობდა, რომ ამით ხელი შეეშალა საკუთარი ელექტორატის გადინებას".
"ქართულ ოცნებას" ჰქონდა ყოველთვის მარტივი ამოცანა, რომ არჩევნების პერიოდში, განსაკუთრებით უკვე არჩევნების ბოლოსკენ, ყოველთვის ხელი შეეწყო რადიკალიზაციისთვის და ხელი შეეწყო სიტუაციის გამწვავებისთვის. ისინი ყოველთვის ამისთვის იყენებდნენ "ნაციონალურ მოძრაობას" და ყოველთვის "ქართულ ოცნების" ამოცანა შემდეგში მდგომარეობდა, რომ ამით ხელი შეეშალა საკუთარი ელექტორატის გადინებას. ეს იყო მთავარი კარტი. დღეს, ეს კარტი რჩება.
არ არსებობს არავითარი სხვა პროპაგანდა, არანაირი ომის, სხვა მეთოდების. არსებობს ერთადერთი "ქართული ოცნებისთვის" უცვლელი კარტი, რომელსაც იის ყოველთვის იყენებდა აქამდე, ის იყო რაღაცნაირად მოეხდინა პოლარიზება, სიტუაციის რადიკალიზაცია და ამით ხელი შეეშალა იმ ამომრჩევლის გადინებისთვის, რაც მისთვის არის მნიშვნელოვანი...
ბიძინა ივანიშვილისთვის და "ქართული ოცნებისთვის" ყოველთვის მნიშვნელოვანი იყო ელექტორატის შენარჩუნება და ამისთვის ყოველთვის იყენებდა ამ მეთოდს," - განაცხადა ლევან გოგიჩაიშვილმა.