მარკო რუბიო: მომავალ კვირას ტრამპი, სავარაუდოდ, ზელენსკის შეხვდება

16.09.25 11:24
მარკო რუბიო: მომავალ კვირას ტრამპი, სავარაუდოდ, ზელენსკის შეხვდება

დონალდ ტრამპი შესაძლოა, ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდება - აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, მარკო რუბიოს ცნობით, აშშ-ის პრეზიდენტი უკრაინის პრეზიდენტს სავარაუდოდ, მომავალ კვირას ნიუ-იორკში, გაერო-ს გენერალური ასამბლეის ფარგლებში შეხვდება.

მისი თქმით, დონალდ ტრამპი ერთადერთია, ვისაც ვლადიმერ პუტინთან, ვოლოდიმირ ზელენსკისთან და ევროპელებთან საუბარი შეუძლია.

„თუ ის [დონალდ ტრამპი] ამ პროცესს გამოეთიშება, ან რუსეთს სანქციებს დაუწესებს, მაშინ მსოფლიოში არავინ დარჩება, ვინც შუამავლის როლის შესრულებას შეძლებს“, - აღნიშნა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა.

აშშ-ის პრეზიდენტს ბევრი ზარი ჰქონდა პუტინთან, ბევრი შეხვედრა ზელენსკისთან, მათ შორის, ალბათ, მომავალ კვირას ისევ ნიუ-იორკში. პრეზიდენტი შეეცდება (მშვიდობის მიღწევას). თუ მშვიდობა შესაძლებელია, მას სურს მიაღწიოს. რაღაც მომენტში შეიძლება იმ დასკვნამდე მივიდეს, რომ ეს შეუძლებელია. ჯერ აქამდე არ მისულა, მაგრამ შეიძლება მივიდეს“-აცხადებს სახელმწიფო მდივანი. 

გაეროს გენერალური ასამბლეის მე-80 სესია 22-26 სექტემბერს გაიმართება.