დაინტერესდება თუ არა გამოძიება ირაკლი ღარიბაშვილით - რას ამბობს პაპუაშვილი

16.09.25 12:15
დაინტერესდება თუ არა გამოძიება ირაკლი ღარიბაშვილით - რას ამბობს პაპუაშვილი

შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტის კითხვას, შესაძლოა თუ არა, რომ გამოძიება ყოფილი პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილით დაინტერესდეს, ტრამპის სიტყვებით უპასუხა:

პარლამენტის პრეროგატივას არ წარმოადგენს სისხლის სამართლებრივი დევნა. მაშინ გიპასუხებთ ისე, როგორც ტრამპი პასუხობს ხოლმე ასეთ სპეკულაციურ კითხვებს - შესაძლებელია თუ არა, რომ ბომბი დაგეცეს თავზე.

მისი თქმით, კორუფციასთან ბრძოლა ირაკლი კობახიძის გაცხადებული პოლიტიკაა.

ვერ გეტყვით, პარლამენტის პრეროგატივა არ გახლავთ ვინმეს დაკავება, სისხლის სამართლებრივი დევნა. მთავარი არის გაცხადებული პოლიტიკა, რომელიც აქვს ირაკლი კობახიძეს მისი პრემიერ-მინისტრად არჩევის დღიდან და გაცხადებული პოლიტიკა არის, როგორც ნარკორეალიზაციის წინააღმდეგ ისე, კორუფციასთან ბრძოლა, შესაბამისად, ამ საკითხს რაც დასჭირდება, ისე მიჰყვებიან სამართალდამცველი ორგანოები.

კიდევ ერთხელ, პარლამენტის პრეროგატივას არ წარმოადგენს სისხლის სამართლებრივი დევნა. მაშინ, გიპასუხებთ ისე, როგორც ტრამპი პასუხობს ხოლმე ასეთ სპეკულაციურ კითხვებს, რომ შესაძლებელია თუ არა, რომ ბომბი დაგეცეს თავზე. ასეთი დონის კითხვაა. ტრამპი, პასუხობს ხოლმე ზუსტად ასე, თქვენი კოლეგა, ნიუსებს რომ ეძახის ხოლმე, „ფეიკ მედიის“ კითხვებს, რომ შეიძლება თუ არა, ბომბი დაგეცეს თავზე?“-განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.