კალაძე ირაკლი ღარიბაშვილის შესაძლო დაკავებაზე დასმულ კითხვებს არ პასუხობს

16.09.25 12:41
კალაძე ირაკლი ღარიბაშვილის შესაძლო დაკავებაზე დასმულ კითხვებს არ პასუხობს

კახი კალაძე ირაკლი ღარიბაშვილის შესაძლო დაკავებაზე დასმულ კითხვებს არ პასუხობს.  თბილისის  მერმა დღეს მხოლოდ ის თქვა, რომ ექს პრემიერი მისი თანაგუნდელი და მეგობარი იყო, თუმცა როდის ჰქონდა მასთან ბოლო კომუნიკაცია, ვერ გაიხსენა.

არანაირი ინფორმაცია არ მაქვს. ბოლო კომუნიკაცია როდის მქონდა, აღარ მახსოვს, თუმცა, ამას არ აქვს არსებითი მნიშვნელობა. ჩემი თანაგუნდელი იყო, მეგობარი იყო,-უთხრა კალაძემ ჟურნალისტებს. 

თბილისის მერმა  „პირველებს“ არც იმ კითხვაზე უპასუხა, აქვს თუ არა რაიმე კომუნიკაცია ივანიშვილთან ხმაურიან დაკავებებზე. 

"ქართული ოცნების" პრემიერმინისტრმა, ირაკლი კობახიძე "სპეკულაცია" უწოდა და არ უპასუხა კითხვას- დააკავებენ თუ არა მის წინამორბედს, ირაკლი ღარიბაშვილს. 

ჟურნალისტის შეკითხვაზე, მივა თუ არა გამოძიება ღარიბაშვილამდე, რადგან გავრცელებული ცნობით, ჯუანშერ ბურჭულაძეს კითხვები სწორედ ექს პრემიერზე დაუსვეს, კობახიძემ განაცხადა:

ეს არის ჩემთვის სპეკულაციური კითხვა, ამიტომ არ ვთვლი თავს ვალდებულად ამ კითხვას ვუპასუხო," - განაცხადა მან. 

მსგავსი სიახლეები