კალაძემ ვერ გაიხსენა, როდის ჰქონდა ირაკლი ღარიბაშვილთან კომუნიკაცია

16.09.25 13:06
კალაძემ ვერ გაიხსენა, როდის ჰქონდა ირაკლი ღარიბაშვილთან კომუნიკაცია

 

 

კახი კალაძემ ვერ გაიხსენა, როდის ჰქონდა ირაკლი ღარიბაშვილთან ბოლოს კომუნიკაცია - შესაბამისი კითხვა დედაქალაქის მოქმედ მერს "პირველებმა" დაუსვა. 

კალაძემ დღეს მხოლოდ ის თქვა, რომ ექს პრემიერი მისი თანაგუნდელი და მეგობარი იყო, თუმცა როდის ჰქონდა მასთან ბოლო კომუნიკაცია, ვერ გაიხსენა.

„[ირაკლი ღარიბაშვილის შესაძლო დაკავებასთან დაკავშირებით] არანაირი ინფორმაცია არ მაქვს. ბოლოს აღარ მახსოვს [როდის მქონდა კომუნიკაცია]. ამას არ აქვს არსებითი მნიშვნელობა. კი, ვმეგობრობ. ახლაც მეგობარია. ჩემი თანაგუნდელი იყო, მეგობარი იყო. რა არის ამაში პრობლემა?! არ ვიცი, ამას არსებითი მნიშვნელობა არ აქვს [რა ინფორმაციაც ვრცელდება]“- განაცხადა კალაძემ.

მსგავსი სიახლეები