კობახიძე ბოროტი ბავშვია, რომელიც იბრძვის იმისთვის, რომ მამიკოს ერთადერთი მემკვიდრე იყოს - ხუხაშვილი

16.09.25 13:09
კობახიძე ბოროტი ბავშვია, რომელიც იბრძვის იმისთვის, რომ მამიკოს ერთადერთი მემკვიდრე იყოს - ხუხაშვილი

ივანიშვილის ყოფილი მრჩეველი, გია ხუხაშვილი ირაკლი კობახიძეს “ბრაზილიური სერიალის გმირს“ ადარებს, სადაც „ქართული ოცნების“ პრემიერს ბოროტი ბავშვი როლი აქვს.

პოლიტოლოგი “ოცნებაში“ არსებულ დაპირისპირებაზე საუბრობს და აღნიშნავს, რომ “კობახიძე იბრძვის იმისთვის, რომ მოხდეს ბიძინას სრული სტერილიზაცია, თუმცა, ჯერჯერობით, არ გამოსდის“.

ეს არის ერთი ბოროტი მემკვიდრის ისტორია, ალბათ, ყველას უნახავს ბრაზილიურ სერიალებში ბოროტი ბავშვი, რომელიც იბრძვის იმისთვის, რომ მამიკოს ერთადერთი მემკვიდრე იყოს და თვის და-ძმებზე უყვება, რომ მათ ფული მოპარეს მამას, ბიზნესი დაუნგრიეს, ეს არის კობახიძე ჩვენს შემთხვევაში. მან მამიკოს უთხრა, რომ ესენი ფულს იპარავდნენ, ბევრს, მართლა იპარავდნენ სინამდვილეში, ახლა ამ ფულს ამათ მოვატანინებ. მამიკომ უთხრა, რომ აბა, მიდი, მოატანინე და ამან დაიწყო ეს ყველაფერი. მერე ერთმა თვითმკვლელობა სცადა, მეორე შეიძლება სიმამრის ფაზენდის მესამე სართულიდან გადმოხტეს და ამ უბედურებას ვუყურებთ. კობახიძე იბრძვის იმისთვის, რომ მოხდეს ბიძინას სრული სტერილიზაცია, მაგრამ, ჯერჯერობით, არ გამოსდის, ვერაფერი ვერ ამოიღო, შესაბამისად, ნერვიულობს და პროცესებს აჩქარებს, რომ რამენაირად მამას დაუმტკიცოს, როგორი მაგარი ბიჭია და შეუძლია ვიღაცები დაფერთხოს, ვნახოთ, ჩვენ ვუყუროთ. ეს არის ჩვენთვის სეირის საყურებელი, მეტი არაფერი, სახელმწიფოებრივად ბევრს არაფერს ნიშნავს, - განაცხადა ხუხაშვილმა.

მსგავსი სიახლეები