ჯუანშერ ბურჭულაძე განცხადების გასაკეთებლად ემზადება
ჯუანშერ ბურჭულაძე განცხადების გაკეთებისთვის ემზადება. კორუფციის ბრალდებით დაკავებული ექსმაღალჩინოსნის გზავნილი ციხიდან მისმა ინტერესების დამცველმა გამოიტანა. ადვოკატის თქმით, ბურჭულაძე ბრალს არ აღიარებას და პატიმრობის გასაჩივრებას სააპელაციოში გეგმავს.
ბატონი ჯუანშერის პოზიცია დღეს გავრცელდება განცხადების სახით დღის განმავლობაში. ყველა დეტალი რაბლთან დაკავშირებით და მის პოზიციასთან დაკავშირებით იქნება აღნიშნულ განცხადებაში. პოზიცია არ შეცვლილა, ზოგადად, იგივეა. ჯანმღთელობის მდგომარეობა სტაბილურია, თავს კარგად გრძნობს, - ამბობს ადვოკატი.
იქნება თუ არა განცხადებაში საუბარი ექსმინისტრის ყოფილ თანაგუნდელებზე, უცნობია. ადვოკატი ამბობს, რომ ყველაფერი ჯუანშერ ბურჭულაძის განცხადებიდან გაირკვევა.
ცნობისთვის, თავდაცვის ყოფილი მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე დააკავეს. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განმარტებით, ბურჭულაძე სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე დააკავეს, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება.