კალაძეს იმედი აქვს, რომ ტრამპი ივანიშვილს სანქციებს მოუხსნის

16.09.25 14:09
კალაძეს იმედი აქვს, რომ ტრამპი ივანიშვილს სანქციებს მოუხსნის

კახა კალაძე იმედს გამოთქვამს, რომ დონალდ ტრამპი ივანიშვილს სანქციებს მოუხსნის და  „ქართული ოცნების“ ურთიერთობები შეერთებულ შტატებთან ახალი ფურცლიდან დაიწყება.

ამის შესახებ კალაძემ აშშ-ის წინა ადმინისტრაციის მხრიდან ივანიშვილისთვის დაწესებული სანქციების შესახებ დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

თბილისის მერი ამტკიცებს, რომ აშშ-ის წინა ადმინისტრაცია მხოლოდ და მხოლოდ მუქარებით და  ცილისწამებით იყო დაკავებული.

ეს არის ყველაფერი ტყუილი, სიცრუე, ცილისწამება. აშშ-ის წინა ადმინისტრაცია დაკავებული იყო მხოლოდ და მხოლოდ მუქარებით, დაკავებული იყო ცილისწამებით. მათ მიერ გაკეთებული ყველა  განცხადება დაფუძნებული იყო ცილისწამებაზე, ტყუილზე. ბატონ ბიძინა ივანიშვილთან მიმართებით გადაწყვეტილება, რომელიც მათ მიიღეს, რა თქმა უნდა, არის აბსურდული, სიცრუე, სისულელე. თუმცა, ჩვენ ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ ახალი ადმინისტრაციის პირობებში შეიცვლება დამოკიდებულება და ურთიერთობები დაიწყება ახალი ფურცლიდან”. – თქვა კახა კალაძემ.

ამერიკის შეერთებული შტატების სახაზინო დეპარტამენტმა „ქართული ოცნების“ დამფუძნებელსა და საპატიო თავმჯდომარეს, ბიძინა ივანიშვილს ფინანსური სანქციები 27 დეკემბერს დაუწესა.

მსგავსი სიახლეები