ჰოლანდიის ელჩი "ოცნების" სამიზნეში აღმოჩნდა - დიპლომატები კამპანიას რუსულ-ბელორუსულ სქემას ადარებენ
"ქართული ოცნების“ სამიზნე დღეს ჰოლანდიელი დიპლომატი აღმოჩნდა. ივანიშვილის ხელისუფლებასთან დაკავშირებული პროპაგანდისტები და სამთავრობო მედია დილიდან ავრცელებენ ისტორიას, რომ ელჩი ოპოზიციონერ ლიდერს შეხვდა.
დიპლომატები და ყოფილი ელჩები აღნიშნულ კამპანიას ახასიათებენ როგორც რუსულ-ბელორუსულ სცენართან იდენტურს. დიპლომატი გიგი გიგიაძე ამბობს, რომ ერთი ერთზე ხდება რუსული პოლიტიკის გადმოტანა საქართველოში და განცხადებებშიც თანხვედრა ერტი-ერთშია.
მსგავსი ბრალდებები ისმის ისეთი ავტორიტარული ქვეყნებიდან, როგორიც არის რუსეთი, ბელორუსი, ისინი ზუსტად იდენტურ ბრალდებებს უყენებენ დასავლეთის ელჩებს მათ ქვეყნებში, რომ ისინი ერევიან თითქოსდა საშინაო საქმეებში იმით, რომ ხვდებიან თურმე ოპოზიციის წარმომადგენლებს. მსგავსი იდენტური შემთხვევები იყო რუსეთში, როდესაც ელჩები ხვდებოდნენ, მაგალითად, ნავალნის და ბელორუსში ელცები ხვდებოდნენ ტიხანოვსკაიას. ერთი ერთზე ხდება რუსული პოლიტიკის გადმოტანა საქართველოში და ზუსტი თანხვედრაა განცხადებებში, რომელსაც ჩვენ ვისმენთ ახლა "ქართული ოცნების" წარმომადგენლებისგან, - ამბობს გიგი გიგიაძე.
საქართველოს ატლანტიკური საბჭოს გამგეობის წევრი დავით სიხარულიძე აღნიშნავს, რომ მსგავსი კამპანია თავად ქვეყანას აზიანებს.
ეს იმ ელჩებს კი არ აზიანებს, რომელსაც თავს ესხმიან, არამედ ეს აზიანებს ჩვენი ქვეყნის რეპუტაციას, ჩვენი ქვეყნის იმიჯს. ეს არის ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ მიმართული თავდასხმები, რომელსაც ეს დაჯგუფება, რომელსაც მიტაცებული აქვს ძალაუფლება ამ ქვეყანაში, ცდილობს, რომ ამით ჩაახშოს ყველანაირი კრიტიკა როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ და თქვან, რომ ეს არის ერთ-ერთი ავტორიტარული ქვეყანა, რომელიც უმეტესობაა ამ დედამიწაზე და მას არანაირი შანსი, მომავალშიც კი, რომ გახდეს დემოკრატიული, წარმატებული აყვავებული ქვეყანა, არ გააჩნია, - ამბობს დავით სიხარულიძე.
ამ ფონზე "ოცნების" ლიდერი კახა კალაძე კვლავ ბრალდებების რეჟიმშია და უცხოელ დიპლომატებს „ექსტრემიზმის ხელშეწყობაში" ადანაშაულებს.
ეს ადამიანები ჩვეულებრივად წამხალისებლები არიან ექსტრემიზმის, იმ ძალადობრივი დაჯგუფებების, რომელიც დღეს, სამწუხაროდ, ქვეყანაში გვყავს, ჩვეულებრივად პირდაპირ აფინანსებენ არც ერიდებიან, არც მხარდაჭერის გამოხატვის ერიდებათ. ჩვეულებრივად ნაწილია იგივე ევროკავშირის ელჩი იმ ძალადობრივი დაჯგუფების, რომელიც არის შექმნილი მათივე დაფინანსებით, მათივე მხარდაჭერით. რა თქმა უნდა, ყველანაირი წითელი ხაზი გადაკვეთილია. აქ დიპლომატია და დიპლომატიური ურთიერთობები არაფერ შუაშია. შემთხვევით არაფერი ხდება. ყველაფერი იმართება გარედან. გარედან ხდება დაფინანსება, გარედან ხდება ძალადობრივი დაჯგუფებების წახალისება, საზოგადოების გახლეჩვის მცდელობა და ა.შ., - ამბობს კალაძე.
პარლამენტის თავმდჯომარე შალვა პაპუაშვილი კი დიპლომატიურ პრაქტიკას პოლიტიკურ ჩარევად ასაღებს.
ვენის კონვენციის ხსენება უკვე მეზარება, სიმართლე გითხრათ. ესე იგი, არ ვიცი რამდენჯერ უნდა ვახსენო ვენის კონვენცია. შევახსენოთ საქართველოში აკრედიტირებულ დიპლომატებს, რომ პოლიტიკაში ჩარევის უფლება მათ არ აქვთ. და გამაოგნებელია, როდესაც მას შემდეგ, რაც წინა დღეს ელენე ხოშტარიამ ჩაიდინა პოლიტიკურად მოტივირებული დანაშაული და დააზიანა არჩევნებში მონაწილე პარტიის საარჩევნო ბანერები, არა ოფიციალურ, არამედ პირად შეხევდრაზე იწვევს ექსტრემისტ პოლიტიკოსს. ზუსტად ასეთი ან დაუფიქრებელი ქმედებები ან კიდევ უფრო უარესი, დაფიქრებული, ეს წინასწარ ჩაფიქრებული და გააზრებული არის, ქმედებები ახალისებს ექსტემიზმს საქართველოში. როგორც ევროკავშირის ელჩმა, ისე სხვა საელჩოებმა თუ ორგანიზაციებმა და პოლიტიკოსებმა უნდა თავი დაანებონ ქართველი ხალხისთვის ზევიდან ყურებას, - ამბობს შალვა პაპუაშვილი.
"ქართული ოცნების" სამიზნეში დღეს ჰოლანდიელი დიპლომატი აღმოჩნდა. დილიდან "ოცნების" პროპაგანდისტები და სამთავრობი მედია აჭრელებულია სტატიებით იმის შესახებ, რომ ელჩი ოპოზიციონერ ლიდერს შეხვდა.